კახა კალაძე – კანონის ფარგლებში პროტესტის გამოხატვა შეუძლია ყველას, როგორც კი ვინმე კანონს გასცდება, შესაბამისი რეაგირება იქნება

Read Time:33 Second

თბილისის მერის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანის, კახა კალაძის განცხადებით, ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს საშუალება, გამოხატოს საკუთარი პროტესტი, თუმცა ის კანონის ფარგლებს არ უნდა გასცდეს.

კალაძის თქმით, კანონის დარღვევას სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

„ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა, ამა თუ იმ საკითხზე თავისი პროტესტი გამოთქვას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს კანონის ფარგლებში, კანონის ჩარჩოში. როგორც კი ვინმე, კონკრეტული პიროვნება ან კონკრეტული პოლიტიკური პარტია, გასცდება კანონს, ამას მოჰყვება სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება“,- აღნიშნა კალაძემ.

შეგახსენებთ, დღეს ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა და მათმა მხარდამჭერებმა პროპორციული არჩევნების მოთხოვნით პარლამენტთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოსთან დილიდან შეიკრიბნენ „სირცხვილის დერეფნების“ მოსაწყობად.

ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ აქციები, პიკეტირება გაგრძელდება, რათა დისკომფორტი შეუქმნან მმართველი გუნდის წარმომადგენლებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ანდრია ჯაღმაიძე – როგორც აგვიხსნეს, ერთ-ერთმა ფსიქიკურად დაავადებულმა, მარტყოფის მონასტერს შეფარებულმა ადამიანმა მოკლა მეორე და გაიქცა მონასტრიდან
Next post კარლო კოპალიანი – მადლობა ძალიან მაგარ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, ჩვენს უპირობო ლიდერს ივანიშვილს, კახის, ირაკლის, დიტოს