ანა ნაცვლიშვილი პოლიციელზე: ვინც ახლა მხოლოდ ამ ერთი კაცის დანაშაულს ხედავს მომხდარში, ამ დუმილის შემოქმედი და ნაწილია!

Read Time:37 Second

ვინც ახლა მხოლოდ ამ ერთი კაცის დანაშაულს ხედავს მომხდარში, ამ დუმილის შემოქმედი და ნაწილია! – ამის შესახებ პოლიციელის ქმედებასთან დაკავშირებით “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი Facebook-ში წერს:

არ ვიცი რა უფრო შემზარავია, ის ხმა რომელსაც პოლიციელის ძალადობით თავზარდაცემული მოზარდი გამოსცემს თუ ის ხანგრძლივი, სისტემური დუმილი, რომელმაც აქამდე მიგვიყვანა!
ვინც ახლა მხოლოდ ამ ერთი კაცის დანაშაულს ხედავს მომხდარში, ამ დუმილის შემოქმედი და ნაწილია!

გაწირეთ ეგ ერთი კაცი, არაუშავს და მიწყნარდება ხალხიც.

– მერე ჩოლოიანივით “უდო” შეახეთ, არ გაგიკეთებიათ თუ რა?!” – წერს ანა ნაცვლიშვილი.

შეგახსენებთ, ინტერნეტში პოლიციელის სავარაუდო დანაშაულის შესახებ კადრები გავრცელდა, სადაც ჩანს, როგორ ურტყამს პოლიციელი შშმ პირს. გავრცელებული კადრები, სადაც სავარაუდო ძალადობაა ასახული, შსს-მ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს გადაუგზავნა, რომელმაც პოლიციელის მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით დაიწყო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნიკოლოზ სამხარაძე: იქნება უკრაინაში ქართული დელეგაციის ვიზიტიც და მხარდამჭერი რეზოლუციაც
Next post ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს