ანა ნაცვლიშვილი: თვეებია მოწინავე ქვეყანა ვართ კოვიდ- სიკვდილიანობის მიმართულებით, მაგრამ ხელისუფლებას ეს ფეხზე ჰკიდია!

Read Time:1 Minute, 18 Second
#SOS ხელისუფლებას ფეხზე ჰკიდია!
თვეებია მოწინავე ქვეყანა ვართ კოვიდ- სიკვდილიანობის მიმართულებით.
მაგრამ ხელისუფლებას ეს ფეხზე ჰკიდია!
აქ წარმოგიდგენთ ამის მტკიცებულებებს:
? 2 სექტემბერს (სიკვდილიანობის პიკის დროს) მივმართე სამინისტროს კითხვით: ხდება თუ არა კოვიდით გარდაცვალების შემთხვევების ინდივიდუალური კვლევა და ანალიზი.
თანაც წერილში ხაზი გავუსვი – სიკვდილიანობის შემცირების მიზნით თუ ხდება ასეთი კვლევა-თქო, ვინმე ციხეში რომ წავიდეს ან ჩამოვახრჩოთთქო, ეს არ მომითხოვია.
? ბევრი ლოდინის, შეხსენების და დავიდარაბის შემდეგ, მივიღე პასუხი, 29 ოქტომბერს, დაუჯერებელი პასუხი – სწავლობენ გარდაცვლილი პაციენტებისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს სულ რაღაც და მხოლოდ 29 შემთხვევაში (!!!). ეს ის დროა უკვე, როცა 12 000 ადამიანი გვყავს გარდაცვლილი!
ჩემი ვარაუდით, ეს ის შემთხვევებია, როდესაც გარდაცვლილის ოჯახი ჩივის და ამიტომ დაიწყეს შესწავლა. წარმოიდგინეთ, რამდენ გარდაცვლილს მომკითხავიც აღარ ჰყავს, ან გადატანილი უბედურებისგან ოჯახს ძალა აღარ აქვს კიდევ სამართლებრივი ბრძოლა გააჩაღოს. მათი საქმე ფორმალურ შესწავლაშიც ვერ მოხვდა.
? 11 ნოემბერს გავგზავნე დამატებითი კითხვები სამიმისტროში, მათ შორის იმაზე – რატომ მხოლოს ეს 29 შემთხვევა და სხვებს რა ეშველებათ.
პასუხი არ არის, სამინისტრო იმალება!
ცნობისთვის, კანონით საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადაა 10 დღე. ეს ვადა ბევრჯერ დაირღვა.
არ იციან რით შეფუთონ ეს დანაშაულებრივი გულგრილობა და მიიმალნენ.
გჯერათ, რომ სამინისტრო და შესაბამისად – მთავრობა 1.
მართლა ღელავს გარდაცვლილებზე, 2. და თუ ღელავს, სიკვდილიანობის კონკრეტული მიზეზების დადგენის გარეშე – სად ჩავარდა და ვერ იმუშავა სისტემამ – შესაძლებელია საერთოდ რამე გამოასწოროს?
თუ არ იკვლევ სად, რა ნაწილში ვერ იმუშავა სიატემამ გამართულად გუშინ (მაგ. დაგვიანებული ჰოაპიტალიზაცია და ა. შ.) გინდა და შეძლებ, რომ ხვალ ამ სისტემამ უკეთ იმუშავოს?
მადლობა იმ მედია საშუალებებს, ვინც ამ თემით დაინტერესდა, ხელისუფლება არ იმჩნევს 13 000 გარდაცვლილს, მაგრამ იმედია, მედიაც არ აყვება სურათიდან ამ ხალხის გაქრობაში და ამ საკითხებს სიღრმისეულად გააშუქებს.” – წერს ანა ნაცვლიშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლაშა ცხვიტაია: სააკაშვილის მტკიცებით, მან 7 ნოემბრის დარბევა დილით ტელევიზიით გაიგო, თუმცა 40-ჯერ ესაუბრა ვანო მერაბიშვილს
Next post გია ცაგარეიშვილი: როგორც ჩანს ამ ავაზაკთა ბანდაში ალასანიას როლი პარტიული მედიის მწყემსვაა