გია ცაგარეიშვილი: როგორც ჩანს ამ ავაზაკთა ბანდაში ალასანიას როლი პარტიული მედიის მწყემსვაა

Read Time:35 Second

როგორც ჩანს ამ ავაზაკთა ბანდაში ალასანიას როლი პარტიული მედიის მწყემსვაა, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა, გია ცაგარეიშვილმა გადაცემა „იმედი live“-ში განაცხადა.

„მგონი ნათელია რა უდნა და რატომ ჩამობრძანდა თემურ ალასანია მოკლე ვიზიტით სულ ორი დღის, არც მივიდა დასაკითხად სასამართლოში. მე ეჭვიც არ მეპარება, რომ გადაწყვეტილება შიმშილობაზე მან მიიღო. გავრცელდა ნიკა გვარამიას პოსტი დახურული ჯგუფიდან, რომელშიც ის უსახსრობაზე ჩივის. ამ ადამიანის ჩამოსვლის შემდეგ დაჩქარდა პროცესები. ნიშანდობლივია, როდესაც სააკაშვილი ეუბნება ბიძამისს, რომ „მოდი შენ გვარამიას და ჟურნალისტებს მიხედე“. როგორც ჩანს ამ ავაზაკთა ბანდაში ალასანიას აქვს თავისი მკვეთრად ჩამოყალიბებული როლი, იგი მწყემსავს პარტიულ მედიას. როგორ ჩანს, მისი გავლით მოდის სახსრები და ფინანსები მედიაში. რა თქმა უნდა, შავი ფული და ამით სულდგმულობენ ის ე.წ. ჟურნალისტები“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ანა ნაცვლიშვილი: თვეებია მოწინავე ქვეყანა ვართ კოვიდ- სიკვდილიანობის მიმართულებით, მაგრამ ხელისუფლებას ეს ფეხზე ჰკიდია!
Next post საქსტატი ტურიზმის სატელიტური ანგარიშების წარმოებას იწყებს