ამირან გამყრელიძე – ყველაზე ცხელ წერტილად რჩება აჭარა, ბათუმში ათი შემთხვევის ინფიცირების წყარო დაუდგენელია

Read Time:33 Second

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ამ დროისთვის ყველაზე ცხელ წერტილად აჭარა რჩება.

„მოგეხსენებათ, ყველაზე ცხელ წერტილად რჩება აჭარა, სადაც ინციდენტობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი გვაქვს, 100 000 მოსახლეზე 47.8. აჭარაში 25 ახალი შემთხვევიდან შვიდი არის ხოფის კლასტერი, ორი თანამშრომელი და ხუთი ოჯახის წევრი, ასევე სამი იუსტიციის სახლის შემთხვევა გვაქვს თავისი ოჯახის წევრებით, ერთი სამშობიარო სახლის ექთანი, ერთი გარემოს დაცვის თანამშრომელი, ორი „ორბის“ თანამშრომელი, ერთი სასაზღვრო პოლიციის, ერთი კლინიკა „ბრადერსის“ სანიტარი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, გამყრელიძის ინფორმაციით, ბათუმში ათი შემთხვევის ინფიცირების წყარო ჯერ უცნობია.

„სამწუხაროდ, დღეს ათი გვაქვს ბათუმში ჯერჯერობით დაუდგენელი, უცნობი წყარო. გურიის რეგიონში რვა ინფიცირებული გვყავს და ყველა უკავშირდება ბათუმში ქორწილის კლასტერს“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელობას შორის სატელეფონო საუბარი შედგა
Next post უამინდობის გამო ცაგერში მეწყერი ჩამოწვა