ამირან გამყრელიძე – პირდაპირ გეტყვით, კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში ვითარება კონტროლირებადია

Read Time:51 Second

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ 15:00 საათის მდგომარეობით საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით ისაუბრა.

გამყრელიძის განცხადებით, ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი არ შეცვლილა და ის კვლავ 15-ს შეადგენს.

„სულ გვქონდა 466 შესაძლო შემთხვევა, რომელიც საჭიროებდა შესაბამის ლაბორატორიულ კვლევას. ყველა გატესტილია, ზოგი ორჯერ. აქედან, დღევანდელი მონაცემებით, დადასტურებული გვაქვს 15 შემთხვევა. ორი უკავშირდება ირანში, ერთი ესპანეთში მოგზაურობას, შვიდი იტალიაში მოგზაურობას, საიდანაც ექვსი შემთხვევა წარმოადგენს ორი ერთად ნამოგზაურები ოჯახის კლასტერს, ხუთ შემთხვევაში კი დადასტურებულია შემთხვევასთან კონტაქტი“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძე ამბობს, რომ  ამჟამად ლუგარის ცენტრში კვლევისთვის 23 პირის ნიმუშია გაგზავნილი.

„აქედან 17 ინფექციური პათოლოგიის ცენტრიდან, ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოდან, დანარჩენი სხვადასხვა სამედიცნო დაწესებულებიდან. კარანტინში ამჟამად 178 ადამიანი იმყოფება“ ,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ მადლობა გადაუხადა მედიას კორონავირუსთან დაკავშირებული ეპიდსიტუაციის სწორი გაშუქებისთვის.

„ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენ სწორი და მტკიცებულებაზე დაფუძნებული ინფორმაცია მივიტანოთ მოსახლეობამდე“ ,- განაცხადა გამყრელიძემ.

ასევე, გამყრელიძემ მადლობა გადაუხადა კოლეგებს, ექიმებს, სამედიცინო პერსონალს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლებს, რომლებიც დაუღალავად, 24 საათის განმავლობაში შრომობენ, რათა ქვეყანაში ვითარება კონტროლირებადი იყოს.

„პირდაპირ გეტყვით, რომ სიტუაცია ქვეყანაში კონტროლირებადია“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post “აიღეთ ბინტი და გააკეთეთ 4 ფენა” – პაატა იმნაძე მრავალჯერადი პირბადის სახლში დამზადების ხერხს გთავაზობთ.
Next post გიორგი კახიანი: მთავარია, ოლქებს შორის ამომრჩეველთა რაოდენობის გათვალისწინებით, თანასწორობის პრინციპი იყოს დაცული