გიორგი კახიანი: მთავარია, ოლქებს შორის ამომრჩეველთა რაოდენობის გათვალისწინებით, თანასწორობის პრინციპი იყოს დაცული

Read Time:1 Minute, 8 Second

გიორგი კახიანი: „მთავარია, ოლქებს შორის ამომრჩეველთა რაოდენობის გათვალისწინებით, თანასწორობის პრინციპი იყოს დაცული“

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საარჩევნო ოლქების დაკომპლექტების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი კახიანმა ტვ„იმედის“ ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ საარჩევნო ოლქების განაწილებისას ძირითადი ყურადღება თანასწორობის პრინციპის დაცვაზე გამახვილდება. „ჩვენ, პირველ რიგში, უნდა გამოვიდეთ იქიდან, რომ თანასწორობის პრინციპი იყოს უზრუნველყოფილი, თუმცა ის, რომ ოლქების რაოდენობა შემცირებულია, გულისხმობს, რომ ძალიან გამსხვილდა ცალკეული ოლქის მასშტაბი. შესაბამისად, თითოეულ ოლქში დაახლოებით, 115 ათასი ამომრჩეველი იქნება. რა თქმა უნდა, ზუსტად ამ ციფრის დაცვა შეუძლებელია და დაახლოებით გადახრა იქნება 15%-ის ფარგლებში. მთავარია, რომ ოლქებს შორის ამომრჩეველთა რაოდენობის გათვალისწინებით თანასწორობის პრინციპი იყოს დაცული ისე, როგორც ამის შესაძლებლობას ჩვენი ქვეყნის გეოგრაფია მოგვცემს. ამ ეტაპზე უკვე ითქვა, რომელ რეგიონში რამდენი ოლქი იქნება და ეს ციფრები ბევრ რამეზე მეტყველებს. მაგალითად როდესაც ითქვა, რომ თბილისში 22-ის ნაცვლად 7 ოლქი იქნება, ეს გულისხმობს იმას, რომ ეს ოლქები ძალიან გამსხვილდება. როდესაც კონსტიტუციური კანონის პროექტის ინიცირება მოხდება იქ გაიწერება კონკრეტული ოლქების საზღვრები. განხილვის პროცესში ამაზე იქნება მსჯელობა, მაგრამ ეჭვი მეპარება, რაიმე ცვლილებების შესაძლებლობა იყოს. მსჯელობა ყოველთვის შეიძლება და ჩვენ ამისთვის გახსნილები ვართ “, – განაცხადა გიორგი კახიანმა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობის გაგრძელებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონსტიტუციური ცვლილებების პარალელურად საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებიც განხორციელდება. „ეს პროცესი უკვე დაწყებული იყო და მისი განხილვა გაგრძელება, მათ შორის ეუთო/ოდირის რეკომენდაციების და საერთაშორისო სტანდარტების მაქსიმალურად დაცვით ჩვენს კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები აისახება. დარწმუნებული ვარ არჩევნები სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში წარიმართება“, – აღნიშნა გიორგი კახიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამირან გამყრელიძე – პირდაპირ გეტყვით, კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში ვითარება კონტროლირებადია
Next post პაატა იმნაძე: ვინც ხელს არ იბანს, სახელმწიფო დაბანს