“აიღეთ ბინტი და გააკეთეთ 4 ფენა” – პაატა იმნაძე მრავალჯერადი პირბადის სახლში დამზადების ხერხს გთავაზობთ.

Read Time:1 Minute, 45 Second

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ “იმედის დილაში” ახალი კორონავირუსის შესახებ ყველაზე გავრცელებულ კითხვებს უპასუხა. მან აღნიშნა, რომ ვირუსის ინკუბაციური პერიოდი 14 დღეა, მაგრამ ინკუბაციურ პერიოდში ჩატარებული ტესტი ზუსტ პასუხს ვერ იძლევა:

“ჩვეულებრივ, ვირუსის გამოვლენა 4-7 დღის განმავლობაში ხდება, მაგრამ მაქსიმალური ვადა 14 დღეა, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება, მე-10 დღეს ტესტის პასუხი უარყოფითი იყო, ხოლო მე-11 დღეს დაგვეწყოს დაავადება, რადგან ვირუსი ორგანიზმშია, მაგრამ ჯერ

არ გამოვლენილა. ანალიზი პასუხს იძლევა კლინიკური სიმპტომები დაწყების შემდეგ.”- აცხადებს პაატა იმნაძე.
მან საქართველოში გატარებულ ღონისძიებებზეც ისაუბრა:

“ჩვენი რეგულაციები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს 1-2 ნაბიჯით უსწრებდა ხოლმე წინ. როცა ამბობდნენ, არანაირი შეზღუდვა არ ყოფილიყო მგზავრობასა და ვაჭრობაზე, ჩვენ ეტაპობრივად ავკრძალეთ პირდაპირი ფრენები. იმ დროს, რა დროსაც სასწავლო პროცესი შევაჩერეთ, გადაუდებელი აუცილებლობა არ იყო, მაგრამ ეს გაკეთდა. ჯერ-ჯერობით ჩვენი სტრატეგია მთლიანად ამართლებს. ფაქტი სახეზეა, ჩვენზე გაცილებით მდიდარმა, ძლიერმა და ტრადიციული ინსტიტუციების მქონე ქვეყნების სისტემებმა ვერ შეძლეს ის, რაც ჩვენ. ”

პაატა იმნაძემ საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან შესაძლო დაინფიცირების შესახებაც ისაუბრა და მოსახლეობას კიდევ ერთხელ განუმარტა, რატომაა მნიშვნელოვანი ხელების ხშირი დაბანვა.

“საზოგადოებრივი ტრანსპორტის დეზინფექცია ძალიან კარგია იმიტომ,

რომ იმ ადამიანებს, რომლებიც თავად არ იბანენ ხელს, სახელმწიფო “ბანს”. ტანსაცმელზე ეს ვირუსი დიდხანს ვერ დრჩება, ხელიდანაც პირდაპირ ვერსად შეიჭრება. ის მაშინ აქტიურდება, როცა პირზე, ცხვირზე ან თვალებზე მოვისვამთ ხელს. ამიტომ უნდა დავიბანოთ მაქსიმალურად ხშირად ხელები. ”
კითხვაზე, თუ რა მოხდება მაშინ, თუ ქვეყნის შიგნით ვირუსის გადაცემის შემთხვევები დაფიქსირდება, იმნაძემ თქვა, რომ შემზღუდავი ღონისძიებები კიდევ უფრო გამკაცრდება.

პირბადეების დეფიციტზე მან აღნიშნა:

“ჩემს ახალგაზრდობაში საერთოდ არ იყო პირბადეები. ამიტომ, ასეთ გზას მივმართავდით: უნდა აიღო ბინტი და გააკეთო ოთხი ფენა. ზოგჯერ შუაში ბამბასაც ვუდებდით ხოლმე, თუ განსაკუთრებით საშიშ ინფექციებთან ვმუშაობდით. ასე გაკეთებული ოთხფენიანი ნიღაბი საკმარისია, რომელიც შეგიძლიათ ორი საათის შემდეგ მოიხსნათ, გარეცხოთ, დააუთოოთ და თავიდან გამოიყენოთ.”

კიდევ ერთი აქტუალური საკითხია ხელის დასამუშავებელი ანტისეპტიკური საშუალებების გამოყენება, რაზეც პაატა ინნაძემ განაცხადა, რომ მთავარია კონკრეტული საშუალება სპირტის შემცველი იყოს. სპირტის შემცველობა კი 70 პროცენტი მაინც უნდა იყოს.

მან კიდევ ერთხელ მიმართა ადამიანებს, რომლებიც საზღვარგარეთიდან დაბრუნების შემდეგ თვითიზოლაციას არღვევს ან საერთოდ არ იცავს:

“მოგზაურები, ძირითადად, ახალგზარდები არიან. თქვენ ადვილად გადაიტანთ ამ ვირუსს, მაგრამ თქვენს ბებიებს, ბაბუებს, მშობლებს სასიკვდილო რისკის ქვეშ აყენებთ. ამიტომ, გავიჭირვოთ და ჩამოსვლის შემდეგ ორი კვირა თვითიზოლაციაში ვიყოთ.”

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post “სული რომ უნდა ვუბეროთ ის კაცია – სანდო, საოცარ გუნდთან ერთად”
Next post ამირან გამყრელიძე – პირდაპირ გეტყვით, კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში ვითარება კონტროლირებადია