შალვა პაპუაშვილი – სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა ბევრ მიმართულებაზე, თუმცა გამორჩა მთავარი, მამული, ქვეყნის ერთიანობა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეს გამორჩა საქართველოს ერთ-ერთ მთავარ დღეს

Read Time:36 Second

სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა ბევრ სხვადასხვა მიმართულებაზე, თუმცა გამორჩა მთავარი, ჩვენი მამული, ქვეყნის ერთიანობა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეს გამორჩა მას საქართველოს ერთ-ერთ მთავარ დღეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

„როგორც ყოველთვის, სამწუხაროდ ეს უფრო საარჩევნო გამოსვლას ჰგავდა, ვიდრე ზე პოლიტიკური პრეზიდენტის გამოსვლას. არ ვიცი, შეიძლება, გამომრჩა, მაგრამ როგორც ვხვდები, მან ქვეყნის მთლიანობა არც კი ახსენა თავის გამოსვლაში. აფხაზებს და ოსებს არ მიმართა. ეს აჩვენებს, საერთო ჯამში, სად არის ქალბატონი სალომეს პრიორიტეტები და ის, რომ აცდენილია ქართველი ხალხის მიზნებს. ისაუბრა ბევრ სხვადასხვა მიმართულებაზე თუმცა გამორჩა მთავარი, ჩვენი მამული, ჩვენი ქვეყნის ერთიანობა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ეს გამორჩა მას საქართველოს ერთ-ერთ მთავარ დღეს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სალომე ზურაბიშვილი – დღევანდელ საქართველოს ვერავინ აიძულებს, ხელახლა იცხოვროს სხვისი მრწამსით, დოგმებითა და ბორკილებით, მწამს, საქართველოს ვერავინ და ვერასდროს დააბრუნებს წარსულში
Next post მამუკა მდინარაძე: “მიღებული დავალების შესაბამისად სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა არა ქართული, არამედ ლოკალური ომის ქარტია”