ამირან გამყრელიძე: კორონავირუსი ქვეყანაში ტრიალებს, მაგრამ სიტუაცია მართვადია

Read Time:26 Second

არ უნდა შევქმნათ ილუზია, რომ ჩვენ კორონავირუსი დავამარცხეთ, ეს ვირუსი ისევ ჩვენთან ტრიალებს, მაგრამ ის ქვეყანაში მართვადია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე განაცხადა.

საწოლთა დატვირთვის მაჩვენებელი, რეანიმაციაში, ასევე სასუნთქ აპარატებზე მყოფი პაციენტების რაოდენობა, ყველაფერი ეს ჯამურად აჩვენებს, რომ სიტუაცია ქვეყანაში სტაბილიზირდება, მაგრამ დამშვიდების უფლება არ გვაქვს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 263 057 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 254 916, გარდაიცვალა 3 306 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმშია 446, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 2 229. კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 295 მოქალაქე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თამარ გაბუნიას თქმით, ეპიდემიის სტაბილიზაციის ტენდენცია აშკარაა
Next post თამარ გაბუნია: COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისას, უმრავლეს შემთხვევაში მძიმე ალერგიული მოვლენები მოსალოდნელი არ არის