თამარ გაბუნია: COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისას, უმრავლეს შემთხვევაში მძიმე ალერგიული მოვლენები მოსალოდნელი არ არის

Read Time:42 Second

ალერგია საყურადღებოა და ადამიანის მდგომარეობა უნდა შეფასდეს, ვიდრე ვაქცინაცია ჩაუტარდება. უმრავლეს შემთხვევაში, მძიმე ალერგიული მოვლენები მოსალოდნელი არ არის, – ეს განცხადება საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ მედიასთან გააკეთა.

„ჯანდაცვის სამინისტრო ამ კვირაში დაამტკიცებს ალერგიული მდგომარეობის შეფასების და პრევენციის პროტოკოლს, რომელიც მომზადდა ალერგოლოგების ექსპერტთა ჯგუფის მიერ. სადაც დეტალურადაა განსაზღვრული, რა შეკითხვები უნდა დაისვას, მდგომარეობის შესაფასებლად ვიდრე ვაქცინაცია ჩატარდება და შემდეგ როგორ უნდა მოხდეს შესაძლო ალერგიული რეაქციის მართვა. ამ მიმართულებით კლინიკებში ტრენინგი დაწყებულია“, – განაცხადა გაბუნიამ.

ამასთან, ჯანდაცვის სამინისტრო ვაქცინის მწარმოებლებისგან დეტალურ საინფორმაციო პაკეტს მიიღებს. „ფაიზერისა“ და „ასტრა ზენეკას“ ვაქცინას აქვს განსხვავებული საინფორმაციო პაკეტი. ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მეშვეობით გახდება ცნობილი. საინფორმაციო პაკეტში დეტალურადაა გაწერილი ის მდგომარეობები, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ“, – აღნიშნა გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ბოლო მონაცემებით, COVID-19-ის ვაქცინაციისას ალერგიული მოვლენები არ დაფიქსირებულა. „რისკები მინიმალურია, მაგრამ მზაობის უზრუნველყოფისთვის ეს ყველაფერი უნდა შესრულდეს“, – განაცხადა გაბუნიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამირან გამყრელიძე: კორონავირუსი ქვეყანაში ტრიალებს, მაგრამ სიტუაცია მართვადია
Next post მარიამ ქვრივიშვილი: ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ასოცირების შესახებ შეთანხმების უმნიშვნელოვანესი ნაწილია