თამარ გაბუნიას თქმით, ეპიდემიის სტაბილიზაციის ტენდენცია აშკარაა

Read Time:33 Second

18 000-დან მხოლოდ 800 დადასტურებული შემთხვევა არის უკვე აშკარა ტენდენცია ეპიდემიის სტაბილიზაციისკენ, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში, ამ ეტაპზე კლინიკური ნაწილი არ არის დატვირთული.

„დღეს 800-ზე მეტი შემთხვევა იყო დადასტურებული, კლინიკური ნაწილიც ამ დროისთვის არ არის დატვირთული. 2149 პაციენტი იტარებს ჰოსპიტალურ მკურნალობას ამ ეტაპზე, 137 იმყოფება შეფასების პროცესში, მათ შორის 480 პაციენტი არის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და 127 პაციენტი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. ტესტირებების რაოდენობა გუშინ იყო 18000-ზე მეტი და 18000-დან მხოლოდ 800 დადასტურებული შემთხვევა არის უკვე აშკარა ტენდენცია ეპიდემიის სტაბილიზაციისკენ და დადებითობის მაჩვენებელიც ნარჩუნდება – როგორც იცით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში 4%-ს ქვემოთ“, – განაცხადა გაბუნიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ ჩხენკელი: ყველა სკოლაში სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით დაცული იქნება
Next post ამირან გამყრელიძე: კორონავირუსი ქვეყანაში ტრიალებს, მაგრამ სიტუაცია მართვადია