მიხეილ ჩხენკელი: ყველა სკოლაში სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით დაცული იქნება

Read Time:27 Second

თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის გარდა, სხვა სკოლებში საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესი გაგრძელდა, პროცესი მშვიდობიანად მიმდინარეობს და ამას შენარჩუნება სჭირდება, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე განაცხადა.

„ორშაბათიდან, უკვე საქართველოს ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება . მთავარი არის ჩვენი ბავშვების, შვილების ჯანმრთელობა, მასწავლებლების ჯანმრთელობა. ყველა სკოლა სრულ მზადყოფნაშია, ყველა ინფრასტრუქტურული პრობლემა მოწესრიგდა, მათ შორის სველი წერტილების საკითხი და სკოლებში სამედიცინო პროტოკოლის ყველა ნაწილი ზედმიწევნით იქნება დაცული. სკოლა აუცილებლად არის და იქნება უსაფრთხო ადგილი ყველასთვის“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში სასწავლო პროცესი სკოლებში 15 თებერვლიდან განახლდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იაგო ხვიჩია: ოპოზიციის დარწმუნებას, რომ პარლამენტში შემოვიდნენ, ყველანაირი ფორმით ვეცდები, მოფერებიდან დაწყებული, ბულინგით დამთავრებული
Next post თამარ გაბუნიას თქმით, ეპიდემიის სტაბილიზაციის ტენდენცია აშკარაა