იაგო ხვიჩია: ოპოზიციის დარწმუნებას, რომ პარლამენტში შემოვიდნენ, ყველანაირი ფორმით ვეცდები, მოფერებიდან დაწყებული, ბულინგით დამთავრებული

Read Time:51 Second

ოპოზიციის დარწმუნებას, რომ პარლამენტში შემოვიდნენ, ყველანაირი ფორმით ვეცდები, მოფერებიდან დაწყებული, ბულინგით დამთავრებული, – ასე უპასუხა „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტების კითხვას, რა ხერხს გამოიყენებს დანარჩენი ოპოზიციის დასარწმუნებლად, თუკი „ქართული ოცნება“ პროპორციულ საარჩევნო სისტემას ნულოვანი ბარიერით დაეთანხმება.

„ყველანაირი ფორმით. „ქართულმა ოცნებამ“ ჯერ დადოს და რა ფორმაც იქნება საჭირო, მოფერებიდან დაწყებული, ბულინგით დამთავრებული, ყველაფერს გამოვიყენებთ.

ჩვენ ჯერჯერობით ამ თემაზე საუბარს გავაგრძელებთ „ქართულ ოცნებასთან“, რათა ხორცი შეისხას იმ შეთავაზებამ, რაზეც გუშინ ბატონი მდინარაძე საუბრობდა. ჯერ კითხვები გვაქვს, მაგალითად, გვითხრას „ქართულმა ოცნებამ“, გუშინ რაც ილაპარაკა მდინარაძემ, ნიშნავს თუ არა იმას, რომ მზად არის „ქართული ოცნება“, დადოს პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით, თუ ოპოზიცია დათანხმება. თუ „ქართული ოცნება“ ამას გააკეთებს, აი, ახლოს არის პარლამენტი, ჩავდივარ და ჩემს კოლეგებსაც მოვუწოდებ, რომ შემომიერთდნენ, მარტო ნუ დამტოვებენ იმ დარბაზში. მოფერებაზეც შემიძლია გადავიდე და ბულინგზეც, გააჩნია, ვისზე რა გაჭრის“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მამუკა მდინარაძემ კი გუშინ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ მხარდაჭერას უცხადებს საარჩევნო რეფორმას. მისივე განმარტებით, მმართველი გუნდი ყველა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის უბარიერო სისტემასაც, თუმცა მისი თქმით, ნებისმიერ გადაწყვეტილებას სჭირდება მყარი არგუმენტაცია, რომელი ვარიანტია უკეთესი ქვეყნის გრძელვადიანი, დემოკრატიული და სტაბილური განვითარებისთვის.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან იოსელიანი: არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული ძირითადი მტკიცებულებები აქვს ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელსაც ჰყავდა წარმომადგენლები, მათ ეს მტკიცებულებები უნდა წარმოადგინონ კომისიაზე
Next post მიხეილ ჩხენკელი: ყველა სკოლაში სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით დაცული იქნება