ამირან გამყრელიძე – გთხოვთ, „კოვიდის“ შესაძლო შემთხვევად მიიჩნიოთ თქვენ ირგვლივ ყველა, ვისაც ექნება ტემპერატურა 37 და მეტი, ასევე რესპირაციული სიმპტომები

Read Time:59 Second

ქვეყანაში ინფექცია ცირკულირებს და არავინ იცის, სად, როდის იჩენს თავს, განსაკუთრებით ამ შემსუბუქების პერიოდში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია სწრაფად მოხდეს ყველა ინფიცირებულის იდენტიფიცირება.

„რაც შეიძლება სწრაფად უნდა იყოს იდენტიფიცირებული ყველა ადამიანი იქ, სადაც  შეიძლება, „კოვიდის“ შესაძლო შემთხვევა იყოს. გთხოვთ, ასეთად ჩათვალოთ თქვენ ირგვლივ ყველა მყოფი ადამიანი, თქვენი ოჯახის ყველა წევრი, თქვენი ნაცნობი, ვისაც კი ექნება ტემპერატურა 37 და მეტი, ხველა, სუნთქვის გაძნელება და რესპირაციული სიმპტომები, უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს ან 112-ზე დარეკოს, მოიქცეს მისი რეკომენდაციების მიხედვით. საჭიროა ყველა ამ სიმპტომის მქონე ადამიანების ჩაიტაროს „კოვიდზე“ გამოკვლევა ლაბორატორიულად, „პისიარ“ ტექნოლოგიებით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, მოქალაქეს ასევე შეუძლია, მიმართოს ე.წ. ცხელების კლინიკებს.

„თუ თქვენ არ გნებავთ ექიმთან დარეკვა, შეგიძლიათ, მიმართოთ ცხელების ნებისმიერ კლინიკას და იქ ჩაგიტარდებათ „პისიარ“ ტესტი, 24 საათში გეცოდინებათ პასუხი. ჩვენ გადავდივართ ამბულატორიულ ტესტირებაზე და არ არის აუცილებელი, დარჩეთ, თუ, რა თქმა უნდა, სტაციონარში მოთავსების კლინიკური ჩვენება არ იქნება. ის წავა მხოლოდ სახლში, სხვაგან არა. თუ უარყოფითი იქნა ტესტი, თავისუფლად აგრძელებს ცხოვრებას, თუ დადებითი, გადაიყვანენ „კოვიდის“ კლინიკაში, ხოლო მისი ოჯახის წევრები იქნებიან იზოლირებული კარანტინში და შემდგომ გამოკვლეული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, სიმპტომების დროს უმრავლეს შემთხვევაში შეიძლება, „კოვიდი“ არ იყოს, ეჭვის მიტანა აუცილებელია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ფაქტია, რომ ქართული ოცნების მმართველობის დროს ისტორიაში პირველად, საქართველომ აშშ-ს კონგრესის ორპარტიული და ორივე პალატის მხარდამჭერა მიიღო
Next post ბორის ჯონსონი გიორგი გახარიას მადლობის წერილს უგზავნის