ამერიკელი ქალი 2 წელი უვლიდა ყვავილს, რომელიც ხელოვნური აღმოჩნდა

Read Time:35 Second

ამერიკელი ქალი ხელოვნურ მცენარეს 2 წლის განმავლობაში რწყავდა. ამის შესახებ Vice-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კალიფორნიის მკვიდრ კეილი უილკს მცენარე ეხევერია – იგივე ქვის ვარდი, ქოთნით აჩუქეს. ის მას გულმოდგინედ უვლიდა: ფანჯრის რაფაზე ედგა და განრიგის მიხედვით რწყავდა. ქალი მცენარეზე ზრუნვის უფლებას არავის აძლევდა და მისი სილამაზით ამაყობდა.

2 წლის შემდეგ კი უილკსმა ეხევერიის გადარგვა გადაწყვიტა და აღმოაჩინა, რომ მიწის თხელი ფენის ქოთანში პენოპლასტი იდო, მცენარე კი ხელოვნური იყო. უილკსმა ამის შესახებ Facebook-ზე დაწერა, ისტორია კი ამერიკულმა გამოცემებმა აიტაცეს.

„თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ორი წელი სიცრუეში ვცხოვრობდი“, – განაცხადა ქალმა.

პუბლიკაციების შემდეგ მას ათობით ცოცხალი მცენარე აჩუქეს, მაგრამ ამის მიუხედავად უილკისი ეხევერიას მორწყვის შეწყვეტას არ აპირებს. „ამ მცენარეს 2 წელი ვუვლიდი, ახლა რატომ უნდა გავჩერდე?“, – ამბობს ქალი.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი – შეთანხმებული მიდგომით კორონავირუსის ეპიდემიის შეჩერება შესაძლებელია
Next post ეკატერინე ტიკარაძე – საჭიროების შემთხვევაში არდადეგები გახანგრძლივდება