ალექსანდრე გოგინავა: უმჯობესია, იანვარში ისევ იყოს შეზღუდვები, რათა გაზაფხულზე ბევრად უფრო მსუბუქი შეზღუდვების პირობებში მოგვიწიოს ცხოვრება

Read Time:46 Second

იანვრის ბოლომდე თუ მივედით ისე, რომ სტაბილური კლება იქნება და არ იქნება 2 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა, თებერვლიდან იქნება, შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნას, – ამის შესახებ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

„ზოგადად, შეზღუდვები, რა თქმა უნდა, უნდა შემსუბუქდეს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, არ შემსუბუქდეს ისეთ დროს, როდესაც ახალი შემთხვევების ზრდის მაღალი რისკია. ამიტომ, ზამთრის პერიოდსა და იანვრის პერიოდში მაინც უმჯობესია, ისევ იყოს შეზღუდვები, რათა შემდეგ გაზაფხულზე ბევრად უფრო მსუბუქი შეზღუდვების პირობებში მოგვიწიოს ცხოვრება.

შეზღუდვების გახანგრძლივება, სანამ საბოლოოდ არ დავინახავთ რამდენად სტაბილურია ეპიდსიტუაცია, ჩემი აზრით, ამ ეტაპისთვის გამართლებულია. თუ ჩვენ იანვრის ბოლომდე სტაბილურად მივედით ისე, რომ სტაბილური კლება იქნება და არ იქნება 2 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა, რა თქმა უნდა, თებერვლიდან შესაძლებელი იქნება, რომ შეზღუდვები ნელ-ნელა, ეტაპობრივად მოიხსნას“, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში წერტილოვანი შეზღუდვების პაკეტი 2020 წლის 28 ნოემბერს ამოქმედდა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 239 780 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 226 215-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2 796 მოქალაქე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბიძინა ივანიშვილი – მე და ჩემმა მეუღლემ მივიღეთ გადაწყვეტილება, უკლებლივ ყველა მატერიალური აქტივი, რომლებიც საკრედიტო და სხვა სახის ვალდებულებებით არ არის დატვირთული და რომელთა მართვა ფონდს გაუჭირდებოდა, დაუყოვნებლივ გადაგვეცა საქველმოქმედი ფონდისთვის
Next post ბიძინა ივანიშვილი – მთავარი, რაც შვილებს მივეცი, კარგი განათლებაა და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, არჩევანის სრული თავისუფლება, რადგან წარმატებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, გულით გიყვარდეს ის საქმე, რასაც აკეთებ და ემსახურები