ალეკო ელისაშვილი ნულოვან ბარიერზე: ოპოზიციისთვის ეს საყურადღებო და საინტერესო უნდა იყოს

Read Time:32 Second

თუ „ქართული ოცნება“ ამაზე მოდის, ეს რა თქმა უნდა კარგი შეთავაზებაა. ოპოზიციისთვის ეს უნდა იყოს საყურადღებო და საინტერესო, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ნულოვან ბარიერზე საუბრისას განაცხადა.

„თუ ეს საკითხი სხდომაზე გამოვა, ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება დაბალი ბარიერი იყოს, მაგალითად ნულოვანი ან ბუნებრივი ბარიერი. დანარჩენ ოპოზიციას, თუ გულწრფელად უნდათ რომ მართლა ბარიერი დაბალი იყოს, ამ იდეას მხარი უნდა დაუჭირონ, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მამუკა მდინარაძემ კი გუშინ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ მხარდაჭერას უცხადებს საარჩევნო რეფორმას. მისივე განმარტებით, მმართველი გუნდი ყველა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის უბარიერო სისტემასაც, თუმცა მისი თქმით, ნებისმიერ გადაწყვეტილებას სჭირდება მყარი არგუმენტაცია, რომელი ვარიანტია უკეთესი ქვეყნის გრძელვადიანი, დემოკრატიული და სტაბილური განვითარებისთვის.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ ყაველაშვილი სააკაშვილზე: ერთხელ ვერ გაბედა ჩამოსვლა, რა გმირობაზეა საუბარი
Next post ანრი ოხანაშვილი: ვერავითარი რევოლუცია და რადიკალიზაცია ვერ მოხდება საქართველოში