მიხეილ ყაველაშვილი სააკაშვილზე: ერთხელ ვერ გაბედა ჩამოსვლა, რა გმირობაზეა საუბარი

Read Time:33 Second

უკრაინიდან ეს ადამიანი მერამდენედ გვმოძღვრავს. ერთხელ ვერ გაბედა ჩამოსვლა, რა გმირობაზეა საუბარი,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის განცხადებები არა „ქართული ოცნების“, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული მოწოდებაა.

„ეს განცხადება ამ ადამიანის მიერ არის ანტიეროვნული იმიტომ, რომ არ შეიძლება, ვინც არ უნდა იყოს, ჩემი ძმაც რომ იყოს, კანონზე მაღლა დადგეს. არაერთხელ გაუკეთებიათ მსგავსი განცხადება. ამ ნარატივით მართავდნენ ქვეყანას. ერთადერთი, რაც მათ არ აქვთ ეს არის ძალაუფლება, თორემ გააორმაგებდნენ იმ საშინელებას, რაც მათი მოღვაწეობის დროს ხდებოდა. მოვუწოდებ იმ ახალგაზრდებს, ვისაც ის დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს, რომ ეს არის ძალა, რომელმაც ადამიანს ყველაფერი აკადრა, რაც კი ავტორიტარულ რეჟიმს შეეძლო ადამიანისთვის ეკადრებინა. უკადრებელიც კი იკადრეს“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მარიამ ქვრივიშვილი: ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ასოცირების შესახებ შეთანხმების უმნიშვნელოვანესი ნაწილია
Next post ალეკო ელისაშვილი ნულოვან ბარიერზე: ოპოზიციისთვის ეს საყურადღებო და საინტერესო უნდა იყოს