ანრი ოხანაშვილი: ვერავითარი რევოლუცია და რადიკალიზაცია ვერ მოხდება საქართველოში

Read Time:32 Second

„ნაციონალური მოძრაობის“, ვითომ დემოკრატიიის შუქურის სახე მარტივად შიშვლდება ხოლმე. დაიღალნენ, აღარ უნდათ ოპოზიციაში ყოფნა, ამოეწურათ ლიმიტი და ახლა უნდათ, რომ ყველაფერზე წავიდნენ იმისთვის, რომ „დაუმორჩილებლობის სცენარით, რომელიც ვითომ კანონის ფარგლებში ჯდება, შეცვალონ ხელისუფლება, – მის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის განცხადების შეფასებისას განუცხადა.

მისივე თქმით, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში რადიკალების ადგილი არ შეიძლება იყოს.

„ვერავითარი რევოლუცია და რადიკალიზაცია ვერ მოხდება საქართველოში. ყველა ინსტიტუტი მუშაობს მოწოდების სიმაღლეზე, კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში და შესაბამისად ყველა ქცევას, რომელსაც ექნება, რომელიც იქნება კონსტიტუციისა და კანონის საწინააღმდეგო, მიეცემა ადეკვატური შეფასება“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეებს კიევიდან სოციალური ქსელით მოუწოდებს, დაარღვიონ კოვიდრეგულაციები და არ დაემორჩილონ კანონს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ალეკო ელისაშვილი ნულოვან ბარიერზე: ოპოზიციისთვის ეს საყურადღებო და საინტერესო უნდა იყოს
Next post მიხეილ ყაველაშვილი ნიკა მელიაზე: ჩემთვის წარმოუდგენელია, სად „ნაცი„ და სად გმირი