ავთანდილ ჭრიკიშვილი თბილისის გრანდ სლემზე დიდი სპორტიდან გააცილეს

Read Time:25 Second

ტიტულოვანი ქართველი ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი დღეს დიდი სპორტიდან თბილისის გრანდ სლემზე გააცილეს.

გაცილების საზეიმო ღონისძიება წინასწარ და ფინალურ ბლოკს შორის გაიმართა. ავთანდილ ჭრიკიშვილი მსოფლიოს ჩემპიონია, ხოლო ევროპის ჩემპიონატი სამჯერ აქვს მოგებული. 2014 წელს ის მსოფლიოს წლის საუკეთესო ძიუდოისტად დაასახელეს. ხვალ, 24 მარტს ასევე წინასწარ და ფინალურ ბლოკს შორის სპორტიდან ვარლამ ლიპარტელიანს გააცილებენ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის ფინალშია.

ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ნახევარფინალში ისრაელის წარმომადგენელი ბუტბული ვაზარით დაამარცხა და ფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე კარენ გალსტიანს შეხვდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი გურიის რეგიონში პარტიულ აქტივს შეხვდება
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: „ენჯეოების“ აბსოლუტური უმრავლესობა ეწინააღმდეგება ქართულ ინტერესებს – ამ ქვეყანაში არცერთი ორგანიზაცია არ უნდა იყოს დაფარული და დამალული