ირაკლი ღარიბაშვილი: „ენჯეოების“ აბსოლუტური უმრავლესობა ეწინააღმდეგება ქართულ ინტერესებს – ამ ქვეყანაში არცერთი ორგანიზაცია არ უნდა იყოს დაფარული და დამალული

Read Time:42 Second

მე რა თქმა უნდა არ ვგულისხმობ ყველა „ენჯეოს“, მაგრამ მათი აბსოლუტური უმრავლესობა ეწინააღმდეგება ქართულ ინტერესებს. ყოველდღე სახელმწიფოს, ქართველი ხალხის წინააღმდეგ მუშაობენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და პარტიულ აქტივთან გამართული შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, ისინი უცხო ქვეყნების დავალებებს ასრულებენ და ეს ტრაგედიაა.

„საზოგადოებამ არ იცის, რა საქმიანობას ეწევიან ისინი. ჩვენ კარგად ვიცით, როგორ მონაწილეობდა ესა თუ ის „ენჯეო“ პირდაპირ, ექსტრემისტული, რადიკალური აქციების დროს. თავად იყვნენ ჩართული ამ ექსტრემისტული, რადიკალური აქციების ორგანიზებაში. გახსოვთ იგივე, ლგბტ ორგანიზაციის – „სირცხვილიას“ უკან ვინ იდგა – „ნაცმოძრაობა“. ამიტომ ეს ლოგიკური კითხვებია და ამ კითხვებზე პასუხები თავად „ენჯეოებმა“ უნდა გასცენ და უნდა მოეხსნას ამ „ენჯეოებს“ ტაბუ. ეს ადამიანები წლების განმავლობაში თავს ესხმიან ხელისუფლებას, ეკლესიას, ყველას და სანაცვლოდ როცა კითხვებს სვამთ, თურმე ეს მიუღებელია. ამ ქვეყანაში არცერთი ორგანიზაცია არ უნდა იყოს დაფარული და დამალული“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ავთანდილ ჭრიკიშვილი თბილისის გრანდ სლემზე დიდი სპორტიდან გააცილეს
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ჩვენ გვყავს საამაყო ქართული სასამართლო, კეთილი ინებონ და პატივი სცენ მის დამოუკიდებლობას