„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი გურიის რეგიონში პარტიულ აქტივს შეხვდება

Read Time:25 Second

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ გურიის რეგიონში პარტიულ აქტივს  შეხვდება.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა ოზურგეთში 13:00 საათზე გაიმართება.

ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდებიან.

შეხვედრას დაესწრება გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის და პარტიის ლიდერების შეხვედრები რეგიონებში 2 მარტს დაიწყო. შეხვედრები გაიმართა აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში.

ირაკლი ღარიბაშვილი პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში 10 რეგიონში შეხვდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სასიხარულო ინფორმაცია მათთვის, ვინც ისტორიული მატჩის ბილეთები ვერ შეიძინა
Next post ავთანდილ ჭრიკიშვილი თბილისის გრანდ სლემზე დიდი სპორტიდან გააცილეს