ოთხშაბათი, აპრილი 29, 2026

ფიფა-ს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო და სომხეთი უმასპინძლებენ

კანადის ქალაქ ვანკუვერში, FIFA-ს 76-ე კონგრესის წინ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ ფიფა-ს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს 2029 წელს საქართველო და სომხეთი უმასპინძლებენ.

საქართველომ და სომხეთმა ფიფა-ს 2029 წლის 20-წლამდე მსოფლიო თასის მასპინძლობაზე ერთობლივი განაცხადი 2024 წლის ივნისში შეიტანეს. ამის შესახებ ერევანში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, სადაც საქართველოსა და სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტებმა ისაუბრეს.

ფიფას 20-წლამდელთა მსოფლიო თასი 1977 წლიდან, ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. ფინალურ ეტაპზე 24 გუნდი მონაწილეობს.

აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, საქართველო 20-წლამდელთა მსოფლიო თასის სახით, ფიფას-ს ეგიდით გამართულ მსოფლიო რანგის ტურნირს პირველად უმასპინძლებს.

მასპინძელი ქალაქების, სტადიონებისა და ტურნირთან დაკავშირებული სხვა საორგანიზაციო-ტექნიკური დეტალების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ლევან კობიაშვილი – „აღსანიშნავი მოვლენაა, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, ფიფა-ს ეგიდით გასამართი მსოფლიო რანგის ტურნირის მასპინძლობა. ჩვენი ქვეყნებისთვის და ფეხბურთისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია და მიხარია, რომ ერთად მოგვიწევს ამ პროექტზე მუშაობა. ყველა ფეხბურთის ქომაგს ვულოცავ და დარწმუნებული ვარ, ეს ტურნირიც ისეთივე კვალს დატოვებს ჩვენი ფეხბურთის განვითარების საქმეში როგორიც იმ საერთაშორისო ტურნირებმა დატოვა, რომელთა მასპინძლობის პოზიტიური გამოცდილება ახლო წარსულში გვქონდა“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში ირანზე პოსტს აქვეყნებს – „მეტად აღარ იქნება კარგი ბიჭი, სჯობს, მალე მოიქცნენ ჭკვიანურად“

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში ირანის მიმართ მუქარის შემცველ პოსტს აქვეყნებს.ამასთან, ტრამპი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს წარწერით: „მეტად აღარ იქნება კარგი ბიჭი“.„ირანი ვერ ახერხებს ეფექტურად მოქმედებას. მათ არ იციან, როგორ მოაწერონ ხელი არაბირთვულ შეთანხმებას. სჯობს, მალე მოიქცნენ ჭკვიანურად!“ – დაწერა დონალდ ტრამპმა.

მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტების შესწავლის პროცესი ინტენსიურად გაგრძელდება, რა წამს იქნება საკმარისი საფუძველი და ბაზა გადაწყვეტილების მიღებისთვის, არავინ დააყოვნებს

საჯაროდაც შემიძლია, ყველას ვუთხრა, რომ ვისაც ობიექტურად, გულწრფელად აქვს კითხვები, საკითხის რეალურად შესწავლის სურვილი და არა ემოციებით მანიპულირების, შემიძლია, შევხვდე სამინისტროში, პირადადაც მივაწოდოთ პასუხები ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, – ამის საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.სარჯველაძის თქმით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტების შესწავლის პროცესი აუცილებლად გაგრძელდება.„რა წამს იქნება საკმარისი საფუძველი და ბაზა გადაწყვეტილების მიღებისთვის, ამ გადაწყვეტილებას არავინ დააყოვნებს. ჩვენ გვსაყვედურობენ, როდესაც ამ ხელისუფლების პირობებში დაახლოებით ასჯერ გაიზარდა ონკოლოგიის ბიუჯეტი და ვინმე საუბრობს იმაზე, რომ ხელისუფლებას ადამიანების ჯანმრთელობაზე ფული ენანება? ეს არის მტკნარი ტყუილი. თითოეულ მედიკამენტზე გვჭირდება მუშაობის გაგრძელება, ინფორმაციის მოძიება ინტენსიურად. ეს უნდა გაგრძელდეს და ამას ვაკეთებთ უკანასკნელი დღეების განმავლობაშიც, კიდევ უფრო ადრეც, ვიდრე გარკვეულ სიმწვავეს შეიძენდა ეს პრობლემა, ვიდრე საზოგადოებისთვის თვალსაჩინო გახდებოდა. კომუნიკაცია გვაქვს ექსპერტებთან, სხვა სახელმწიფოების მარეგულირებლებთან. ვიკვლევთ ინტენსიურად და ამის კონკრეტული მტკიცებულებებიც არსებობს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, თბილისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება ,,ბუპრენორფინი” აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი ,,თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული ნივთიერება ,,ბუპრენორფინი“ აღმოაჩინეს.მებაჟე ოფიცრის მიერ, შეჩერებული უცხო ქვეყნის მოქალაქის რენტგენო ინსპექტირების სკანერით დათვალიერების შედეგად, გამოვლენილი იქნა ყავისთვის განკუთვნილ ორ ჰერმეტულ შეფუთვად დაფასოებული, საერთო ჯამში 1 კილოგრამი ,,ბუპრენორფინის“ შემცველი აბები (2 500 აბზე მეტი).საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა  სამინისტროს გადაეცა.

ირაკლი კობახიძე – განსაკუთრებული მიღწევაა, რომ საქართველო სომხეთთან ერთად უმასპინძლებს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს, მადლობას ვუხდი სპორტის მინისტრს, ფეხბურთის ფედერაციას

განსაკუთრებული მიღწევაა, რომ საქართველო სომხეთთან ერთად უმასპინძლებს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ხელს შეუწყობს საქართველოს პრესტიჟის ამაღლებას, მათ შორის, სპორტული იმიჯის გაუმჯობესებას საერთაშორისო დონეზე.„საქართველოში სპორტის განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამის ერთ-ერთი გამოხატულებაა ის, რომ ჩვენი ქვეყანა სულ უფრო ხშირად მასპინძლობს ძალიან პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირებს. სულ ცოტა ხნის წინ ვუმასპინძლეთ ევროპის ჩემპიონატს ძალოსნობაში, ძიუდოს ჩემპიონატს ვუმასპინძლებთ, მანამდე იყო ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატი. ზამთრის სპორტის სახეობებში არაერთ პრესტიჟულ ტურნირს ვუმასპინძლეთ და ეს არის განსაკუთრებული მიღწევა, რომ საქართველო სომხეთთან ერთად უმასპინძლებს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში. ეს ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პრესტიჟის ამაღლებას, მათ შორის, სპორტული იმიჯის გაუმჯობესებას საერთაშორისო დონეზე. უშუალოდ საქართველოში ეს ხელს შეუწყობს სპორტის განვითარებას, მასპინძლობა, მათ შორის, ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებს მისცემს მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის შესაძლებლობას. ეს არის ყველა თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. მადლობა, მინდა, გადავუხადო ყველას, ვინც ამაში წვლილი შეიტანა, მათ შორის, სპორტის სამინისტროს, სპორტის მინისტრს და განსაკუთრებული მადლობა ფეხბურთის ფედერაციას, ბატონ ლევან კობიაშვილს. მათი განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე ეს შედეგი ვერ დადგებოდა და მადლობა მათ ამ ძალისხმევისა და წარმატებისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

შალვა პაპუაშვილი – ოპოზიციას რამდენჯერაც შეაქებს​ ჰერჩინსკი თუ სხვა ელჩი, იმდენი ხმა დააკლდებათ მოსახლეობისგან, საქართველომ დიდი ხანია, უარი თქვა სატელიტობაზე, ვასალობაში ვერავინ მიგვაბრუნებს

ოპოზიციას რამდენჯერაც  ჰერჩინსკი თუ სხვა ელჩი შეაქებს, იმდენი ხმა დააკლდებათ მოსახლეობისგან, ვინაიდან საქართველომ დიდი ხანია, უარი თქვა სატელიტობაზე, ვასალობაზე, ვასალობაში ვერავინ მიგვაბრუნებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, ოპოზიციაში ჰგონიათ, რომ თუ რომელიმე ელჩი მათ „ტკბილ სიტყვას ეტყვის, ეს არის ხელისუფლებაში მოსვლის საწინდარი“.„ოპოზიციას ბრიუსელიდან და სხვა ქალაქებიდან, როგორც სტილი ჩამოყალიბებული აქვს სალონური საუბრები. მათ არ ესმით, რას ნიშნავს საქართველო, ქართველი ხალხი, მათთან ურთიერთობა. ფორმალობისთვის უნდა მოინიშნონ, რომ ჰქონდათ რაღაც შეხვედრა, შეატყობინონ მათ დამფინანსებლებს, თითქოს შეხვედრა ჰქონდათ. ამიტომაც არ უნდათ სხვების ყოფნა, რადგან მერე შესაბამისად შეძლონ გაბევრება შეხვედრაზე მყოფი ადამიანების. ეს არის რადიკალების სალონური შეხვედრები, რომლებიც მოწყვეტილები არიან ქართულ რეალობას და ჰგონიათ, რომ ჰერჩინსკი თუ ორ ტკბილ სიტყვას ეტყვის, ეს არის ხელისუფლებაში მოსვლის საწინდარი. არადა პირიქით არის, რამდენჯერაც მათ ჰერჩინსკი თუ სხვა ელჩი შეაქებს, იმდენი ხმა დააკლდებათ მოსახლეობისგან, ვინაიდან საქართველომ დიდი ხანია, უარი თქვა სატელიტობაზე, ვასალობაზე, როცა საბჭოთა კავშირი არა დაშლის შედეგად, არამედ ჩვენი გაცნობიერებული გადაწყვეტილებით დავტოვეთ. ვასალობაში ვერავინ მიგვაბრუნებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ბოლო სიახლეები