შაბათი, ივნისი 27, 2026

თბილისის მერია – საქართველოში ოფიციალურად ამოქმედდა „ევროპული ახალგაზრდული ბარათი“, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს კარს უხსნის ევროპის მასშტაბით 25 000 ფასდაკლებაზე

თბილისის მერიის ინფორმაცით, საქართველოში ოფიციალურად ამოქმედდა პროგრამა, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს კარს უხსნის ევროპის მასშტაბით 25 000 ფასდაკლებაზე.

მათივე ცნობით, „ევროპული ახალგაზრდული ბარათი“ ევროპული ინიციატივაა, რომელიც ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ხორციელდება და უკვე 40 წელია, ევროპის კონტინენტზე 9.3 მილიონი ახალგაზრდისთვის მოგზაურობის შესაძლებლობებს ქმნის.

ბარათის ამოქმედებასთან დაკავშირებით გამართული ღონისძიების მონაწილეებს თბილისის მერმა კახა კალაძემ მიმართა და აღნიშნა, რომ ბარათი მილიონობით ახალგაზრდისთვის მოგზაურობის, გართობის, კულტურის, სპორტისა და სხვა მიმართულებებით არაერთ შესაძლებლობას ქმნის.

„ჩვენ გასულ წელს აღნიშნული ინიციატივის შესახებ უკვე ვაცნობეთ საზოგადოებას, ახლა კი გადავდივართ დაპირების უშუალო აღსრულებაზე – ქართველი ახალგაზრდები ამიერიდან „ევროპული ახალგაზრდული ბარათებით“ ისარგებლებენ, რადგან ჩვენ გვინდა, რომ ქართველ ახალგაზრდებს არასდროს ჰქონდეთ შეგრძნება, თითქოს მათ შესაძლებლობებზე წვდომა შეზღუდულია. ბარათი საქართველოს 18-30 წლის ახალგაზრდებს კარს უხსნის ევროპის მასშტაბით 25 000 ფასდაკლებაზე და მილიონობით ახალგაზრდისთვის მოგზაურობის, გართობის, კულტურის, სპორტისა და სხვა მიმართულებებით არაერთ შესაძლებლობას ქმნის. გახსოვდეთ, ეს ბარათი მხოლოდ ფასდაკლებები არ არის – ეს არის ახალი გამოცდილება, ახალი შესაძლებლობები და კიდევ უფრო მეტი კავშირი ევროპულ სივრცესთან“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, თბილისის მერია, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში, ახალგაზრდებისთვის წამახალისებელ და მხარდამჭერ ღონისძიებებს ახორციელებს.

„გვაქვს სპორტის, კულტურის, განათლების მიმართულების პროგრამები, რომლებშიც არაერთი ახალგაზრდაა ჩართული. ყოველწლიურად ვცდილობთ, ყველა პროგრამა გავაფართოოთ და უფრო მეტ მოქალაქეს მივცეთ მათში ჩართვის შესაძლებლობა, რადგან განათლებული და წარმატებული ახალგაზრდა ქვეყნის მშენებლობის ქვაკუთხედია.  მიხარია, რომ თბილისის მერია ამჯერადაც მოწინავე პოზიციაზეა და მიეცა შესაძლებლობა, განახორციელოს უმნიშვნელოვანესი პროგრამა, რომლითაც ჩვენი ახალგაზრდები ევროპელი ახალგაზრდების რიგებს შეუერთდებიან. მათ სპეციალურ პირობებს სთავაზობენ როგორც კერძო კომპანიები, ისე მუნიციპალური სპორტული და კულტურული ცენტრები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენლებს, რადგან მათთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, „ახალგაზრდული ბარათი“ უკვე ხელმისაწვდომია „საქართველოს ბანკის“ მობაილბანკში.

„მადლობა მინდა, გადავუხადო ცენტრალურ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს გამოხატული მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. მათი ჩართულობის გარეშე მუნიციპალიტეტი ვერ შეძლებდა მსგავსი მასშტაბური პროექტების განხორციელებას. მადლობა ეკუთვნის ჩემს მოადგილეს, ანდრია ბასილაიას, ასევე, თბილისის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსს, ირაკლი გვილავას, უწყების ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის საქმედ ქცევაში.

ჩვენ ყოველთვის თქვენ გვერდით ვიქნებით, ყოველთვის მოგისმენთ და შევეცდებით, განვახორციელოთ ახალგაზრდების მხარდამჭერი იდეები, რათა ჩვენი სიტყვა ვთქვათ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. თქვენზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, ბევრია დამოკიდებული ახალგაზრდულ ენერგიაზე. დარწმუნებული ვარ, ის სიყვარული, რომელიც თითოეულ თქვენგანს გაგაჩნიათ ჩვენი სამშობლოს მიმართ, ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარია“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

„ევროპული ახალგაზრდული ბარათის“ შესახებ დამატებითი დეტალები საზოგადოებას თბილისის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა გააცნო.

მისი თქმით, აღნიშნული ბარათის მფლობელები შეძლებენ, ისარგებლონ სპეციალური შეთავაზებებით ევროპის 40 ქვეყანაში. აგრეთვე, ადგილობრივ დონეზე უკვე ხელმისაწვდომია 50-ზე მეტი შეთავაზება, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 600-ზე მეტ ობიექტზე ვრცელდება.

„საქართველოს ბანკის“ მობაილბანკში წარმოდგენილი ბარათის სარეგისტრაციო პროცესი ძალიან მარტივია, ერთჯერადად 10 ლარის გადახდით კი მისი გამოყენება მთელი წლის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. პროდუქტი რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ წარმოვადგინეთ. ის არ არის ტიპური ბარათი, რომლითაც გადარიცხვებია შესაძლებელი, თუმცა „საქართველოს ბაკთან“ ერთად ის ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. მინდა, წარმატებები ვუსურვო ახალგაზრდებს, რომლებიც ბარათის მფლობელები გახდებიან. ვფიქრობ, ერთი წლის შემდეგ მნიშვნელოვან შემაჯამებელ ღონისძიებას გავმართვთ“, – განაცხადა ირაკლი გვილავამ.

„ევროპული ახალგაზრდული ბარათის“ მფლობელებს სპეციალურ პირობებს სთავაზობენ როგორც კერძო კომპანიები, ისე მუნიციპალური სპორტული და კულტურული ცენტრები. პროგრამის პარტნიორია საქართველოს კულტურის სამინისტროც, რომლის მხარდაჭერითაც, სპეციალური ტარიფები მოქმედებს 19 სახელმწიფო მუზეუმსა და ექვს თეატრში.

ბარათის მფლობელები სხვადასხვა სერვისზე 5%-დან 40%-მდე შეღავათით სარგებლობენ. „ევროპული ახალგაზრდული ბარათის“ მიღება შეუძლია საქართველოს 18-დან 30 წლამდე მოქალაქეებს. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციისა და ადგილობრივი თუ საერთაშორისო შეთავაზების სანახავად ხელმისაწვდომია ოფიციალური ვებგვერდი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის მერის მოადგილეები, პარლამენტისა და საკრებულოს წევრები, რაიონული გამგეობებისა და „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენლები, ასევე ახალგაზრდები.

თბილისის მერიის ცნობით, პროგრამას თბილისის მერია ახორციელებს, რომელიც ევროპული ახალგაზრდული ბარათის ასოციაციის (EYCA) ლიცენზირებული წევრია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შალვა პაპუაშვილი – სამწუხაროა, რომ ფრაქცია „საქართველოსთვის“ ვერ გასცდა გიორგი გახარიას სახელსა და გვარს, არ ვიცი, რა ვალი აქვთ, რომ თავს ასე იკნინებენ

ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს ჰგონიათ, რომ ერთადერთი, რაც საზოგადოებას აინტერესებს, არის გიორგი გახარია და მისი ბედი. თავადაც კარგად ხვდებიან ალბათ, რამდენად აცდენილი არიან საზოგადოების საკითხებს, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტში დღეს მომხდარ ფიზიკური დაპირისპირებას.როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საზოგადოება ამ ყველაფერს ხედავს, აფასებს და საბოლოო განაჩენი გამოაქვს არჩევნების თუ ზოგადად რეაქციის გზით.„სამწუხაროა, რომ ფრაქცია „საქართველოსთვის“ ვერ გასცდა ერთ გვარს. არანაირი საკითხი არ აინტერესებდათ, ყველა კითხვა და საკითხი მიემართებოდა ერთ სახელს და გვარს, გიორგი გახარიას. ბოლოს გიორგი შარაშიძე მისი პორტრეტითაც გამოვიდა, ფურცელი, რომელიც ააფრიალა – გიორგი გახარიას ფოტო. გქონდეს შესაძლებლობა, იყო პარლამენტის წევრი, მონაწილეობა მიიღო პრემიერ-მინისტრის მოხსენების განხილვაში, შენ ამომრჩევლებს ესაუბრო და ჰგონიათ, რომ ერთადერთი, რაც საზოგადოებას აინტერესებს, არის გიორგი გახარიას ბედი. ეს არის, როდესაც დავალება აქვთ მიღებული. სადამდეც მიიყვანეს დღევანდელი სხდომა, თავადაც ნახეს, უმსგავსო საქციელია, რაც ვიხილეთ ფრაქციის ერთ-ერთი წევრის მხრიდან“, – განაცხადა პაპუაშვილმაცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ფიზიკური დაპირისპირება იმ დროს დაიწყო, როდესაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი გიორგი შარაშიძე სიტყვით გამოდიოდა.შარაშიძემ პრემიერ-მინისტრის მისამართით განაცხადა, რომ „ქართული ოცნებაც“ კი არ იმსახურებს დღევანდელ პრემიერ-მინისტრს და დარწმუნებულია, რომ მის ამ მოსაზრებას თავად „ქართული ოცნების“ წევრებიც ეთანხმებიან“.შარაშიძის სიტყვით გამოსვლისას, სხდომათა დარბაზში ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო „ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი ხელაძესა და „გახარია საქართველოსთვის“ წევრ გიგა ფარულავას შორის, რაც სხვა დეპუტატებს შორის ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

ანსამბლ „ორერას“ ხელმძღვანელი გენო ნადირაშვილი გარდაიცვალა

89 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული ანსამბლ „ორერას“ სოლისტი და ხელმძღვანელი, გენო ნადირაშვილი.ინფორმაციას „საქართველოს ძველი ფილარმონია“ ავრცელებს.„საქართველოს ძველი ფილარმონია“ ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 89 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს სახალხო არტისტი, ლეგენდარული ანსამბლ „ორერას“ სოლისტი და ამჟამინდელი ხელმძღვანელი, ბატონი გენო ნადირაშვილი და ღრმა სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს“.გენო ნადირაშვილი ანსამბლ „ორერას“ პირველი თაობის წარმომადგენელი და სოლისტი იყო. 2018 წელს, ფილარმონიის წინ მისი ვარსკვლავი გაიხსნა.

ბერდია სიჭინავა – ძალადობა აუცილებლად იქნება პასუხგაცემული, ყველას პროფესიული, პერსონალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის აღება მოუწევს იმ ფაქტებზე, რაც დღეს პარლამენტში ხდებოდა

ძალადობა აუცილებლად იქნება პასუხგაცემული. ყველას პროფესიული, პერსონალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის აღება მოუწევს იმ ფაქტებზე, რაც დღეს საქართველოს პარლამენტში ხდებოდა, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.მისივე თქმით, „სისტემური ძალადობა „ქართული ოცნების“ საფირმო ნიშანი გახდა“.„მოვისმინეთ ანგარიში ღირსებააყრილი, მატყუარა, არაკომპეტენტური პრემიერ-მინისტრის, რომელიც სიმართლეს ვერ უსწორებს თვალს და სიმართლესთან ბრძოლა საქართველოს პარლამენტში საკუთარი ქოცური ზონდერული დაჯგუფების მეშვეობით, ძალადობით გადაწყვიტა. ამ პერიოდის განმავლობაში გვიმტკიცებდნენ, რომ ძალადობას,  სიძულვილის ენას ებრძვიან. დღეს კი მთელმა საზოგადოებამ იხილა, რომ ძალადობა „ოცნების“ საფირმო ნიშანი გახდა და ძალადობა არის საფირმო ნიშანი პრემიერ-მინისტრ კობახიძის, რომელიც ნოემბერ-დეკემბრიდან ფიზიკურად უსწორდება სტუდენტებს, ახალგაზრდებს ქიმიურად წამლავს. ამისი არაერთი საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიებაც არსებობს. სისტემური ძალადობა „ოცნების“ საფირმო ნიშანი გახდა. დღეს ირაკლი კობახიძემ საბოლოოდ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერ-მინისტრად. ის პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვამაყობდით იმ ოლიმპიური ჩემპიონებით, რომლებსაც უამრავი სიხარული მოუტანიათ თითოეული ჩვენგანისთვის. სამწუხაროდ, „ოცნებამ“ ოლიმპიური ჩემპიონები ქოცზონდერებად გადააქცია. ვნახეთ, როგორი ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ხდებოდა საქართველოს პარლამენტში. ძალადობის ფაქტებმა საქართველოს პარლამენტში შეაღწია და ეს სიმპტომია. ფაქტია, ძალადობა აუცილებლად იქნება პასუხგაცემული. მათ შორის ყველას პროფესიული, პერსონალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის აღება მოუწევს იმ ფაქტებზე, რაც დღეს საქართველოს პარლამენტში ხდებოდა.მადლობა თანაგუნდელებს, რომლებიც ღირსეულად, სიმართლით იბრძოდნენ საქართველოს მოქალაქეების ინტერესებისთვის. ცდილობენ, შემოგვასაღონ, თითქოს ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდა განახორციელა თავდასხმა მათი პოლიტიკური გუნდის მისამართით, თურმე გიგა ფარულავა ფიზიკურად გაუსწორდა სამ ოლიმპიურ ჩემპიონს და სამ თუ ოთხ სპორტსმენს“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.კითხვაზე, „როდესაც სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე საუბრობთ, რას გულისხმობთ, სარჩელის შეტანას აპირებთ?“, ბერდია სიჭინავამ უპასუხა:„ვისთან შევიტანოთ, გიორგი გვარაკიძესთან? წელიწად-ნახევარია, იძიებენ საქმეს გიორგი გახარიას თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით. ეს არის მოდული, როგორ საქმიანობს სამართალდამცავი სისტემა ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით. ვისი პასუხისმგებლობის საკითხზე უნდა ვისაუბროთ. მე ვამბობ, რომ პროფესიული, პოლიტიკური თუ სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი ადრე თუ გვიან, აუცილებლად დადგება“.

შიო მესამე – ყველა ძალიან დაგვამწუხრა ინგუშეთში მომხდარმა ტრაგედიამ, პატარა ხიზირმა მეგობრის გადასარჩენად გაიღო სიცოცხლე და იქცა ნამდვილი ვაჟკაცობისა და გმირობის ნიმუშად

ყველა ძალიან დაგვამწუხრა ინგუშეთში მომხდარმა ტრაგედიამ. ხიზირის გარდაცვალებამ მთელი საქართველო შეძრა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, შიო მესამის სამძიმრის წერილშია ნათქვამი, რომლითაც ხასან და მადინა დერბიჩევებს, მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.„პატარა ხიზირმა მეგობრის გადასარჩენად გაიღო სიცოცხლე და იქცა ნამდვილი ვაჟკაცობისა და გმირობის ნიმუშად. ამ საერთო ტკივილმა ჩვენი გულები გააერთიანა და, მწუხარებასთან ერთად, კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რა ძალა აქვს ადამიანთა თანადგომას და ერთობას.მიიღეთ ჩვენი გულწრფელი სამძიმარი და თანაგრძნობა. გვჯერა, ხიზირის თავდადებული საქციელი და ნათელი ხსოვნა მრავალი ადამიანის გულში დარჩება მოყვასის სიყვარულისა და თავგანწირვის გამორჩეულ მაგალითად. უფალმა მოგმადლოთ ნუგეში, მხნეობა და სულიერი ძალა“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

ირაკლი კობახიძე: მინდა, მადლობა გადავუხადო დედა ეკლესიას, რომელიც დგას ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე, ის, რომ დღეს ჩვენი ხალხი არის ასეთი მტკიცე ეროვნული ინტერესების დაცვაში.

მე მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ეკლესიას, ჩვენს დედა ეკლესიას, რომელიც დგას ჩვენი ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა წუმინდესსა და უნეტარეს შიო მესამეს, ასევე საპატრიარქოს თითოეულ წარმომადგენელს.„დღეს არ შეიძლება, კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლიერება არ გამოვხატოთ უწმინდესისა და უნეტარესი პატრიარქის ილია მეორის მიმართ.ის, რომ დღეს ჩვენი ერი, ჩვენი ხალხი არის მტკიცე, ასეთი მტკიცე საკუთარი ეროვნული იდენტობის, ეროვნული ინტერესების დაცვაში, არის იმ ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობის დამსახურება, რომელიც ჩვენს ქვეყანას აჩუქა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ და მინდა კიდევ ერთხელ მადლიერება გამოვხატო მის მიმართ. მე მინდა მადლიერება გამოვხატო უწმინდესისა და უნეტარესი შიო მესამის მიმართ, რომელიც აგრძელებს ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს. დღეს, ამ ურთულესი გლობალური და ეროვნული გამოწვევების ფონზე, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთად დგომა. და რა თქმა უნდა, მე მინდა თქვენ გადაგიხადოთ მადლობა, საპატრიარქოს თითოეულ წარმომადგენელს, თქვენ უწმინდესო და უნეტარესო, უდიდესი თანადგომისთვის ქართული სახელმწიფოს მიმართ. უღრმესი მადლობა თქვენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბოლო სიახლეები