ორშაბათი, აპრილი 20, 2026

სტუ-ს ინფორმაციით, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე დაკავებულს, რომელიც დასაქმებული იყო ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე, უფლებამოსილება შეუჩერდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვნის გაუპატიურების და არასრულწლოვანი დაზარალებულების მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ფაქტებზე დაკავებულზე, რომელიც უნივერსიტეტის თანამშრომელია განცხადებას ავრცელებს.

სტუ აღნიშნავს, რომ მას შეუჩერდა უფლებამოსილება, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შიდა რეგულაციების შესაბამისად.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ეხმაურება შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვანთა საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ არასრულწლოვნების გაუპატიურებისა და მათ მიმართ ჩადენილი სხვა სახის სექსუალური ძალადობის ბრალდებით 1960 წელს დაბადებული ზ.ა.-ს დაკავების ფაქტს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მკაცრად გმობს ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საკითხი ეხება არასრულწლოვანთა უფლებების შესაძლო დარღვევას და აღნიშნავს, რომ მსგავსი შემზარავი ქმედებები თავისი არსით ეწინააღმდეგება ჰუმანურობის, კაცთმოყვარეობის და ადამიანური ურთიერთობების ძირითად საფუძვლებს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სრულად იცავს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპს და მიუკერძოებელი სასამართლო განაჩენის გამოტანამდე სრულ მზადყოფნას გამოთქვამს, ითანამშრომლოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებთან საქმის ყოვლისმომცველი, ობიექტური და გამჭვირვალე გამოძიების უზრუნველსაყოფად.

უნივერსიტეტი ადასტურებს, რომ ზ.ა.-ს, რომელიც დასაქმებული იყო ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე, სამართლებრივი პროცესების დაწყებისთანავე, შესაბამისი უწყებების მიერ გატარებული ღონისძიებების პარალელურად, შეუჩერდა უფლებამოსილება, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შიდა რეგულაციების შესაბამისად.

ამასთანავე, უნივერსიტეტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საუნივერსიტეტო სივრცეში კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ფორმის ძალადობა, დისკრიმინაცია ან არაეთიკური ქცევა თუ ქმედებები, რაც სრულად ეწინააღმდეგება როგორც უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსს, სამოქმედო პრინციპებსა და ღირებულებებს, ასევე აკადემიურ და სამეცნიერო სივრცეებში დამკვიდრებულ და ფუნდამენტურად აღიარებულ ნორმებს; თუმცა აქვე დასძენს, რომ შეუძლებელია ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია საუნივერსიტეტო საზოგადოების თითოეული წევრის (პროფესორი, მეცნიერი, ადმინისტრაციის თანამშრომელი, სტუდენტი) პირადი ცხოვრების შესახებ.

უნივერსიტეტი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებების, უსაფრთხოების და ამასთან ერთად, უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვა უმაღლესი პრიორიტეტია და აქვე აცხადებს, რომ დამატებითი ინფორმაცია საზოგადოებას მიეწოდება შესაბამისი საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობისა და ეთიკური სტანდარტების სრული დაცვით”, – ნათქვამია განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვრცელდება მრევლის პირველი კადრები, როცა ბერი ნიკოლოზი გარდაცვლილი ნახეს

თბილისში, ფონიჭალაში მცხოვრები ბერი ნიკოლოზ (ნარიმანი) მაკარაშვილი გარდაცვლილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში 19 აპრილს იპოვეს.მრევლის ინფორმაციით, ბერის ცხედარი საცხოვრებელი კორპუსიდან უკვე გადაასვენეს და ამ დროისთვის ერთ-ერთ დამკრძალავ ბიუროშია დასვენებული. ცხედრის გადასვენების პროცესს ადგილზე ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. შეკრებილი მოქალაქეები ბერის ცხედართან მიახლოებას ითხოვდნენ.მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.ბერი ნიკოლოზ მაკარაშვილი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ფონიჭალაში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ცხოვრობდა. მისი მიმდევრები ხშირად იკრიბებოდნენ საცხოვრებელთან და, როგორც ადგილობრივები ამბობენ, ბერისგან კურთხევის მისაღებად სადარბაზოში დღის განმავლობაში ელოდებოდნენ.რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ვიდეო, სადაც მრევლისა და მაშველების ბინაში შესვლის პირველი კადრები. 

ვოლოდიმირ ზელენსკი – სიძულვილით მუდმივად ვერ გაიმარჯვებ, შეიძლება ტაქტიკურად მოიგო, მაგრამ სტრატეგიულად აუცილებლად წააგებ, უნგრეთის არჩევნები ორბანის სტრატეგიული მარცხია

სიძულვილით მუდმივად ვერ გაიმარჯვებ. შეიძლება ტაქტიკურად მოიგო, მაგრამ სტრატეგიულად აუცილებლად წააგებ. უნგრეთის არჩევნები ორბანის სტრატეგიული მარცხია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.ზელენსკის თქმით, ვიქტორ ორბანი და მისი პარტია „ფიდესი“ არჩევნებში დამარცხდნენ, რადგან საკუთარი კამპანია უკრაინის მიმართ სიძულვილზე ააგეს.როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, არჩევნებში გამარჯვება სიძულვილზე დაყრდნობით გრძელვადიან პერსპექტივაში შეუძლებელია.„ეს ბევრჯერ მითქვამს და ბევრი ლიდერი არ მეთანხმებოდა. სიძულვილით მუდმივად ვერ გაიმარჯვებ. შეიძლება, ტაქტიკურად მოიგო, მაგრამ სტრატეგიულად აუცილებლად წააგებ. უნგრეთის არჩევნები ორბანის სტრატეგიული მარცხია“, – განაცხადა ზელენსკიმ.ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ორბანის მთავრობასთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ცდილობდა მაშინაც კი, როდესაც, ზელენსკის თქმით, ორბანი მის წინააღმდეგ სიძულვილის შემცველ ბილბორდებს აკრავდა.„მე ვამბობდი, რომ უკრაინელი ხალხის არჩევანს წარმოვადგენ. ჩემდამი სიძულვილი უკრაინელების მიმართ სიძულვილის პროექციაა. მან თავისი კამპანია უკრაინელების მიმართ სიძულვილზე ააგო, ხოლო უნგრელებმა აჩვენეს: ჩვენ ამას არ ვეთანხმებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

„ენბისი ნიუსის“ გამოკითხვის მიხედვით, ირანის ომისა და მზარდი ფასების ფონზე, დონალდ ტრამპის მოწონების რეიტინგი ახალ მინიმუმამდე დაეცა

„ენბისი ნიუსის“ ახალი გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ირანის ომისა და მზარდი ფასების ფონზე, დონალდ ტრამპის მოწონების რეიტინგი ახალ მინიმუმამდე დაეცა. კვლევა, რომელიც 30 მარტიდან 13 აპრილამდე პერიოდში ჩატარდა, აჩვენებს, რომ გამოკითხული ზრდასრული მოქალაქეების მხოლოდ 37%-ს მოსწონს დონალდ ტრამპის საქმიანობა პრეზიდენტის თანამდებობაზე.ამასთან, გამოკითხულთა ნახევარი ტრამპის საქმიანობას მკაცრად უარყოფითად აფასებს, ხოლო საერთო ჯამში მისი საქმიანობა 63%-ს არ მოსწონს. ეს მაჩვენებელი მისი მეორე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში ყველაზე დაბალია.გამოკითხულთა ორი მესამედი უარყოფითად აფასებს ტრამპის მოქმედებებს როგორც ინფლაციის, ისე ირანთან ომის მიმართულებით.გამოკითხულთა მხოლოდ ერთი მესამედი ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის, ხოლო ორი მესამედი მიიჩნევს, რომ აშშ არასწორ გზაზეა.კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 40% ამბობს, რომ მათი ფინანსური მდგომარეობა ერთი წლის განმავლობაში გაუარესდა, ხოლო მხოლოდ 19% მიიჩნევს, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდა.გამოკითხვა ონლაინ ჩატარდა და მონაწილეობა მიიღო 32 433 ადამიანმა. ცდომილების ზღვარი 1.8 პროცენტული პუნქტია.

პეტერ მადიარი – პარტნიორებს გავაცანი „ტისას“ ვალდებულებები უნგრელი ხალხის მიმართ, ჩვენი ამოცანა იქნება ევროკავშირის დაფინანსების განბლოკვა, რომელიც წინა ხელისუფლების პოლიტიკის გამო იყო შეჩერებული

ჩვენს პარტნიორებს გავაცანი პარტია „ტისას“ ვალდებულებები უნგრელი ხალხის მიმართ: ანტიკორუფციული რეფორმები, უნგრეთის გაწევრიანება ევროპულ პროკურატურაში და სასამართლოს, მედიისა და უმაღლესი განათლების დამოუკიდებლობის აღდგენა, – ამის შესახებ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის, „ტისას“ ლიდერი პეტერ მადიარი წერს.მადიარის თქმით, ევროკომისიის წარმომადგენლებთან პირველი ტექნიკური შეხვედრები ბუდაპეშტში 17-18 აპრილს გაიმართა.„ეს შეხვედრები იყო უკიდურესად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა მადიარმა და ისაუბრა თავისი მომავალი მთავრობის პრიორიტეტებზე.მისი თქმით, პარტია „ტისა“ იღებს ვალდებულებას ანტიკორუფციული რეფორმების განხორციელებაზე, უნგრეთის ევროპულ პროკურატურაში გაწევრიანებაზე და სასამართლოს, მედიისა და უმაღლესი განათლების დამოუკიდებლობის აღდგენაზე.„ჩვენ ვაპირებთ ამ ვალდებულებების სრულად შესრულებას მთავრობის ფორმირების შემდეგ, ისევე როგორც შევასრულებთ დაპირებას, რომ უნგრეთს დავუბრუნებთ ევროკავშირის იმ ფინანსებს, რომლებიც ხალხს ეკუთვნის. უნგრელი ხალხის გადაწყვეტილება წარმოადგენს უზარმაზარ შესაძლებლობას როგორც უნგრეთისთვის, ისე ევროპისთვის. ევროკავშირის დაფინანსება არ არის ქველმოქმედება, არამედ სამართლიანი ანაზღაურებაა იმ წვლილისთვის, რომელიც უნგრელებმა შეიტანეს კავშირში და იმ სამუშაოსთვის, რომელიც უნგრეთმა ევროპისთვის შეასრულა. არსებობს სრული შეთანხმება ერთ საკითხზე: რეალური მუშაობა უნდა დაიწყოს, რათა უნგრელი ხალხისთვის განკუთვნილი ევროკავშირის სახსრები საბოლოოდ გათავისუფლდეს. ჩვენი მთავრობის ამოცანა იქნება ევროკავშირის დაფინანსების განბლოკვა, რომელიც წინა ხელისუფლების პოლიტიკის გამო იყო შეჩერებული“, – განაცხადა მადიარმა.მისივე თქმით, ფიცის დადების შემდეგ მესამე ვიზიტით ბრიუსელში ჩავა და წევრი ქვეყნების ლიდერებთან ყოვლისმომცველ შეთანხმებას გააფორმებს, რათა უნგრელმა ხალხმა რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს წვდომა ევროკავშირის სახსრებზე.„12 აპრილს უნგრელმა ხალხმა მკაფიო არჩევანი გააკეთა: უნგრეთის ადგილი ევროპაშია“, – წერს მადიარი.

“მათი სურვილია, რაც შეიძლება მალე იხილონ საქართველო ევროპაში, ამით გაიზრდება ევროპაში მართლმადიდებელი ქვეყნების როლი” – ირაკლი ქადაგიშვილი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრების ვიზიტზე

თბილისში მყოფი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრების ვიზიტზე, შეფასებები კეთდება. როგორც პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, მათი სურვილია, რაც შეიძლება მალე იხილონ საქართველო ევროპაში, რითაც ევროპაში მართლმადიდებელი ქვეყნების როლი გაიზრდება."ეს დღეები საქართველოში სტუმრად იმყოფებიან მართლმადიდებლობის საერთაშორისო ორგანიზაციის სამდივნოს წევრები. სხვათა შორის, მათი სურვილი არის, რომ რაც შეიძლება მალე იხილონ საქართველო ევროპაში, გამომდინარე იქიდან, რომ ამით გაიზრდება ევროპაში მართლმადიდებელი ქვეყნების როლი. ეს ემსახურება იმას, რომ ქრისტიანული ღირებულებები, რომელიც მნიშვნელოვანია და ფუნდამენტურია ევროპისთვის, ეს ღირებულებები არ იყოს ნიველირებული და იყოს ყოველთვის აქტუალური," - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.თბილისში მყოფი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს საპატრიარქოში მეუფე შიომ უმასპინძლა. მოგვიანებით, სტუმრებმა, ქართველ კანონმდებლებთან ერთად, სიონში გადაინაცვლეს და კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს ხსოვნას მიაგეს პატივი. ჩატარდა პანაშვიდიც. მანამდე, ასამბლეის წევრების მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სამდივნოს საგაზაფხულო სხდომა შედგა. სტუმრები მიიღეს საქართველოს პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ.ასამბლეის ხელმძღვანელებმა მასპინძლებს ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმარი კიდევ ერთხელ გამოუცხადეს. საუბარი შეეხო ასევე გლობალური ეკონომიკური, სოციალური კრიზისების ფონზე ქრისტიანული ფასეულობების დაცვასა და დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერას.

ბოლო სიახლეები