სამშაბათი, მაისი 26, 2026

მეუფე იაკობი – ძალიან ძლიერი გუნდი დაგვტოვა პატრიარქმა – ცხვირს არავის არსად ჩავაყოფინებთ, ყველამ კარგად გაითვალისწინოს – პატრიარქსაც ჩვენით ავირჩევთ, გარედან დანიშნული არ გვეყოლება, ჩვენი არჩეული იქნება

ცხვირს არავის არსად ჩავაყოფინებთ, ყველამ კარგად გაითვალისწინოს. ამის გარანტები ჩვენ ვართ. პატრიარქსაც ჩვენით ავირჩევთ, გარედან დანიშნული არ გვეყოლება, ჩვენი არჩეული იქნება, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კათოლიკოს-პატრიარქმა ძალიან ძლიერი გუნდი დატოვა და სხვებს საკუთარ საქმეებში არ ჩარევენ.

„გავიხსენოთ პანდემიის პერიოდი, რას აკეთებდა მაშინდელი პარლამენტი, მაშინდელი მთავრობა და მთლიანად ოპოზიცია. ხელი რას მოაწერეს? ჩვენს წინააღმდეგ წავიდნენ. ყველა ქრისტეს წინააღმდეგ წავიდა, აბა კარგად გადახედონ. გახარიას ნუ დააბრალებენ მარტო, იქ ვიყავი ხოლმე პატრიარქთან, როგორ მოდიოდნენ…

არ დავუშვებდი და არ დავუშვებ იმას, რომ ვიღაცებმა ეკლესიაში ის საქმე გაატარონ, თუ მათი არ არის. ჩვენ ძალიან ძლიერი გუნდი დაგვტოვა პატრიარქმა და ყველაფერს გავაკეთებთ ისე, რომ ეკლესიაც კარგად იმართოს და სახელმწიფოსაც დავეხმაროთ, ცხვირს არავის არსად ჩავაყოფინებთ. ყველამ კარგად გაითვალისწინოს. ამის გარანტები ჩვენ ვართ. პატრიარქსაც ჩვენით ავირჩევთ, გარედან დანიშნული არ გვეყოლება, ჩვენი არჩეული იქნება. პირველ რიგში, ღმერთთან იქნება პასუხისმგებელი და ჩვენთან, დანარჩენი ილუზიებია, ყველამ დაივიწყოს. ნუ ნერვიულობთ, ჩვენ ჩვენსას გავაკეთებთ, ისე არ ვართ დაძაბუნებული, რომ გარედან გვჭირდებოდეს ეს გააკეთეთ და ის გააკეთეთ. აქეთ გიკარნახებთ რა გააკეთოთ და რა არა, ვინც ჩარევას დააპირებთ.

მაშინ{პანდემიის დროს} ეკლესიების დაკეტვას გვეუბნებოდნენ. შეეშინდათ და არ უნდოდათ, რომ ადამიანები გარდაცვლილიყვნენ. ბოროტები კი არ იყვნენ, ეგონათ, რომ სიკეთეს აკეთებდნენ“,- განაცხადა მეუფე იაკობმა.

მისი განმარტებით, ყველამ საკუთარი საქმე უნდა აკეთოს.

„დღეს რა ხდება, მოინდომეს მოსვლა ნაწილმა, ერთმა ქალბატონმა რომ თქვა ის გამიკვირდა, მერე რომ აჰყვნენ. ნუ ეხებით იმას, რაც ჩვენი გადასაწყვეტია. შეიძლება როცა მთავრობაში ხარ აკრძალო, რა არ შეიძლება ქუჩაში, თუნდაც ტროტუარზეც არ დამაყენო, ძალა თუ გააქვს გააკეთებ, მაგრამ ეკლესიაში ვინ მოვა, რა შენი საქმეა. მე ერთი რამ მინდა ვთქვა – თუ ისინი ეკლესიურები არიან, მორწმუნენი ხომ ჰყავთ მათ, დაუძახონ და დაარიგონ, ვიღაც მრჩეველი ხომ უნდა ჰყავდეთ. ჩვენ კი არ დავძაბუნებულვართ, ეკლესიაში ყველას დავიცავთ, მერე შეიძლება „ნაციონალური მოძრაობის“ [მხარდაჭერა] დამაბრალონ, მე ქრისტიანად ვუყურებ ნებისმიერ ადამიანს, ჩემზე ძალიან ვინ ებრძოდა მათ? 2013 წლის 17 მაისს ვინ იყო იქ? დღევანდელზე ვიძახი პარლამენტში ვინც არიან, ან როდის იყო, ქვეყანას უჭირდა და იქ არ ვიყავი და ისინი იქ იყვნენ. ბოლო წლებში ეკლესია გვერდზე გადავიდა? რაც თქვენი საქმე არ არის, იმას ნუ აკეთებთ, ყველამ ჩვენ ჩვენს საქმეს მივხედოთ. უწმინდესი შეიძლება ამ ქვეყნიდან გავიდა, მაგრამ საკმაოდ ძლიერი გუნდი დაგვტოვა. მე ცოცხალი ვარ, სხვებიც ისე არიან და ამიტომ ერთად უნდა ვიაროთ წინ“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.

როგორც მან აღნიშნა, კათოლიკოს – პატრიარქის დაკრძალვაზე მთელი საქართველო შეიკრიბა და არც პარტიული დაყოფა იყო.

„კი ცდილობდნენ ერთად არ მდგარიყვნენ, მაგრამ ჩვენთან მაინც ყველა მოდიოდა. დღეს თუ შერიგების და ერთად ცხოვრების შანსია, საქართველო ხომ უფრო გაძლიერდება. ღმერთთან ყველას ადგილია. შეიძლება პარლამენტში ჰქონდეთ 150 ადგილი, თორემ ეკლესიაში ძალიან დიდი ადგილია. ცხონების გზაზე ერთმანეთს ხელს ნუ შევუშლით. რასაც ვამბობ, სიყვარულით ვამბობ. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მეგობრები არ მყავდეს ამ მთავრობაში და პარლამენტში, უმეტესობას საერთოდ არ ვიცნობდე, ჩემი ქვეყნის მთავრობაა, ჩვენი ქვეყნის წარმატებაა და მათი წარმატება ქვეყნის წარმატებაა.

ქუჩის და სახელმწიფოს კანონები თქვენ წერეთ და ჩვენსას საერთოდ ნუ შეეხებით, ან მოდით და გვკითხეთ. დაგარიგებთ, რომ ჭკვიანად მოიქცეთ. ლენინის, საბჭოთა კავშირის დრო ხომ არ არის. ძლიერად ვართ და ეკლესიაში მოსვლა ვისაც უნდა, არცერთი ადამიანის დაჩაგვრას არ დავანებებთ. თუ არადა, სცადეთ და რამდენ ხანს ცდით თითოეული ადამიანი, მაგასაც ნახავთ. არავინ ვნახო, რომ ეკლესიაში მოსული დააბრკოლოს. პირადად გავყვები, ბოლომდე და ვერავინ უშველის ვერც ჩვენს ქვეყანაში და ვერც გარედან. ღმერთს ქართველების ერთობა უნდა, პატრიარქსაც ერთობა უნდოდა. პატრიარქთან ისეთ თემებზე მაქვს ნასაუბრები, სხვასთან არავისთან ლაპარაკობდა, არცერთ ეპისკოპოსთანაც. კარგად ვიცი, როგორი საქართველო უნდოდა. ამიტომ, ისე გავაკეთოთ, რომ ყველამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ.

ჩვენ სახელმწიფოს საქმეში არ ვერევით, არც სახელმწიფო ერევა სიმართლე რომ ვთქვათ, უბრალოდ, უვიცობის გამოა. კიდევ კარგი კათოლიკეები არ არიან, თორემ რომის პაპზე კათოლიკეები იქნებოდნენ ან შეიძლება ინკვიზიცია ჩაეტარებინათ. ძველად „ნაცები“ იყვნენ ასე, ახლა ესენი არიან და არ შეიძლება, ცოტა დავფიქრდეთ. ქრისტეს ქვეყანაა, ღვთისმშობლის წილხვედრი და შესაბამისად ვიცხოვროთ. დღევანდელი ჩემი ლაპარაკი არ ნიშნავს, რომ კრიტიკოსი ვარ. უბრალოდ, ვეუბნები, რომ ასეთი რაღაცები არ გააკეთონ. ჩვენს მხარდაჭერას დაკარგავთ და შეხედეთ ვინ დაგრჩებათ მერე. ეკლესიაში ჩვენს განწყობას გეუბნებით. კარგა ხანია ვუყურებთ და თუ ვდუმდით, აღარ ვიქნებით გაჩერებულები. ვინც არ უნდა ავირჩიოთ [პატრიარქად], შეიძლება ჩვენთვისაც მისაღები იყოს და გარეთაც ყველასთვის, მაგრამ იცოდეთ, არის საკითხები, რომელსაც ჩვენს გარეშე ვერავინ ვერაფერს გაიტანს, ესეც კარგად იცოდეთ. ვისაც მხარს დავუჭერთ, ის გახდება პატრიარქი, ესეც კარგად იცოდეთ“,-განაცხადა მეუფე იაკობმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირანის ელჩი საქართველოში-გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს…დღესაც ჩვენს ქვეყნებს შეუძლიათ ერთად შექმნან მომავალი, რომელიც დაფუძნებული იქნება თანამშრომლობაზე, სტაბილურობასა და ურთიერთპატივისცემაზე

,,ხვალ საღამოს ირანის ისლამური რესპუბლიკა უმასპინძლებს ძვირფას ქართველ ხალხს, რომელსაც აქვს უძველესი ისტორია, უმდიდრესი კულტურა და დამოუკიდებლობის ძლიერი სული, რომელმაც ყოველთვის შეძლო საკუთარი იდენტობისა და თავისუფლების დაცვა. ჩვენც ვიზიარებთ ქართველი ერის სიხარულს ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის აღნიშვნისას და ამ დღეს მივიჩნევთ შესაძლებლობად, კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი ორ ერს შორის არსებულ მეგობრობას, ურთიერთპატივისცემასა და ისტორიულ კავშირებს. ირანსა და საქართველოს, მეზობლობაზე მეტად, მრავალსაუკუნოვანი საერთო ისტორია, კულტურა და ურთიერთობები აკავშირებთ. დღესაც ჩვენს ქვეყნებს შეუძლიათ ერთად შექმნან მომავალი, რომელიც დაფუძნებული იქნება თანამშრომლობაზე, სტაბილურობასა და ურთიერთპატივისცემაზე. გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისის ანძა და მშვიდობის ხიდი საქართველოს დროშის ფერებში განათდა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისის ანძა და მშვიდობის ხიდი ეროვნული დროშის ფერებში განათდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.„ეს დღე ჩვენია! თბილისის მერია გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!“ – ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიხეილ სააკაშვილი – ალიანსის დაანონსებული აქცია ყველა პარტიული და უპარტიო ადამიანის მხარდაჭერას იმსახურებს, მთავარია, ყველაფერს მოჰყვეს გაგრძელება და ერთჯერადი ქმედებებით არ შემოვიფარგლოთ

ალიანსის მიერ დაანონსებული ხვალინდელი აქცია ყველა პარტიული და უპარტიო ადამიანის მხარდაჭერას იმსახურებს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც სააკაშვილი წერს, მთავარია, ყველაფერს მოჰყვეს გაგრძელება და ერთჯერადი ქმედებებით არ შემოიფარგლონ.„საქართველოს უკიდურესი დამცირება და განადგურება თუ არ მოგვწონს, ვეწინააღმდეგებით ამ რეჟიმს, უნდა დავდგეთ ერთად, მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა ესა თუ ის პოლიტიკოსი. მეც ბევრი რამ არ მომწონს, მაგრამ სახალხო გამოვლინებას როცა ეხება საქმე, იქ ჩემი და სხვა პროტესტი არ არსებობს. მთავარია, ყველაფერს მოჰყვეს გაგრძელება და ერთჯერადი ქმედებებით არ შემოვიფარგლოთ. მე გავაგრძელებ ჩემი გულწრფელი აზრის შემდგომშიც ხმამაღლა გამოთქმას“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

გია ვოლსკი – ამბობენ, რომ 26 მაისს „მშვიდობიანი“ აქცია იქნება, თუმცა ასეთივე „მშვიდობიანი“ იყო 4 ოქტომბერსაც, ახლა მშვიდობიან დაპირისპირებას გეგმავენ

4 ოქტომბრის შემდეგ დაპირისპირების მცდელობა აღარ ყოფილა და ახლა ისევ უბრუნდებიან გეგმას, იქნებ დაპირისპირება მოხდეს და ვინმე დაშავდეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ 26 მაისს „ოპოზიციის ალიანსის“ მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.ვოლსკის თქმით, ოპოზიცია „ახლა მშვიდობიან დაპირისპირებას გეგმავს“.„შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მერიაში განცხადება ხუთი დღით ადრე შედიოდა და აქცია ტარდებოდა. ახლა, როცა კანონის მოთხოვნა არ დაიცვეს, რასაკვირველია, უარიც მიიღეს, მით უმეტეს, 26 მაისს სცენა და ისეთი ინფრასტრუქტურა ვერ მოეწყობა, როგორიც თვითონ უნდათ, რადგან უკვე დაგეგმილია გარკვეული აქტივობა. ამ ადამიანებმა გადაწყვიტეს, თავიანთ პატრონებს შეახსენონ, რაში იხარჯება თანხა, რაც მათ ავალდებულებთ, ექსტრემისტული სცენარით იმოქმედონ. 4 ოქტომბრის შემდეგ ასეთი დაპირისპირების მცდელობა აღარ ყოფილა და ახლა ისევ უბრუნდებიან გეგმას, იქნებ დაპირისპირება მართლაც მოხდეს და ვინმე დაშავდეს. ამბობენ, რომ „მშვიდობიანი“ აქცია იქნება, თუმცა ასეთივე „მშვიდობიანი“ იყო 4 ოქტომბერსაც. ახლა მშვიდობიან დაპირისპირებას გეგმავენ, მანამდე მშვიდობიან დამხობას გეგმავდნენ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ნიკა გვარამია – 26 მაისს რუსთაველზე ძალიან ბევრნი უნდა ვიყოთ და პირდაპირ ვესაუბროთ ერევანში სახელმწიფო მდივან რუბიოს

26 მაისს თბილისში უფრო მეტნი უნდა შევიკრიბოთ, ვიდრე ერევანში მარკო რუბიოს დასახვედრად მისული ჩვენი მეგობარი სომხები! – ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.როგორც გვარამია წერს, ხვალ რუსთაველზე ძალიან ბევრი ადამიანი უნდა იყოს და პირდაპირ იქედან ესაუბრონ სახელმწიფო მდივან რუბიოს.„დადასტურდა, რომ 26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა! რადგან ბიძინამ დაგვტოვა მეგობრების გარეშე, ჩვენ უნდა ვესაუბროთ ჩვენს მეგობრებს! პირისპირ შეხვედრებზე უფრო მნიშვნელოვანი და ბევრად შთამბეჭდავი ხალხის მიმართვაა, ბევრი გულანთებული მედასავლეთე ქართველი პატრიოტის! ამიტომ ხვალ, 26 მაისს რუსთაველზე ძალიან ბევრნი უნდა ვიყოთ და პირდაპირ იქედან ვესაუბროთ სახელმწიფო მდივან რუბიოს!“ – წერს ნიკა გვარამია.

ბოლო სიახლეები