,,ხვალ საღამოს ირანის ისლამური რესპუბლიკა უმასპინძლებს ძვირფას ქართველ ხალხს, რომელსაც აქვს უძველესი ისტორია, უმდიდრესი კულტურა და დამოუკიდებლობის ძლიერი სული, რომელმაც ყოველთვის შეძლო საკუთარი იდენტობისა და თავისუფლების დაცვა.
ჩვენც ვიზიარებთ ქართველი ერის სიხარულს ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის აღნიშვნისას და ამ დღეს მივიჩნევთ შესაძლებლობად, კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი ორ ერს შორის არსებულ მეგობრობას, ურთიერთპატივისცემასა და ისტორიულ კავშირებს.
ირანსა და საქართველოს, მეზობლობაზე მეტად, მრავალსაუკუნოვანი საერთო ისტორია, კულტურა და ურთიერთობები აკავშირებთ. დღესაც ჩვენს ქვეყნებს შეუძლიათ ერთად შექმნან მომავალი, რომელიც დაფუძნებული იქნება თანამშრომლობაზე, სტაბილურობასა და ურთიერთპატივისცემაზე.
გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

