სუპერტანკერმა, რომელსაც ორი მილიონი ბარელი ნავთობის გადატანა შეუძლია, აშშ-ის საზღვაო ბლოკადის ხაზი გადაკვეთა და სპარსეთის ყურიდან არაბეთის ზღვაში შევიდა.
Bloomberg-ის ცნობით, სინგაპურის დროშის ქვეშ მცურავ სუპერტანკერ Eagle Verona-ს ერაყიდან ჩინეთის მიმართულებით ნავთობი გადააქვს.
როგორც გამოცემა წერს, გემი ბასრას ნავთობტერმინალში 28 თებერვალს დაიტვირთა და ირანთან ომის გამო ჰორმუზის სრუტიდან გასვლას ვერ ახერხებდა. ის ამჟამად ჩინეთის ნინგბოს პორტისკენ მიემართება, სადაც, გეგმის მიხედვით, 12 ივნისს უნდა ჩავიდეს.

