ირანში საჯაროდ სიკვდილით დასაჯეს ორი მამაკაცი, რომლებიც ბრალდებულები იყვნენ წელს მასშტაბურ ანტისამთავრობო დემონსტრაციებში მონაწილეობაში, – ინფორმაციას CNN-ი ადამიანის უფლებათა დამცველებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადამიანის უფლებათა აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს (HRANA) ცნობით, აბოლფაზლ სეფაჰი ბაჯანი და ამირჰოსეინ საფარი ჰოსეინაბადი სიკვდილით გამთენიისას, ალი ხანის მოედანზე დასაჯეს.
ორივე მამაკაცი იმ 14 ადამიანს შორის იყო, რომლებსაც სიკვდილით დასჯა დემონსტრაციებთან დაკავშირებულ საქმეზე მიესაჯათ.
ირანის ხელისუფლებამ მომიტინგეებს ბრალი დასდო „უსაფრთხოების ძალების წინააღმდეგ ძალადობაში, ცეცხლსასროლი იარაღისა და ცეცხლგამჩენი მოწყობილობების გამოყენებაში, საზოგადოებრივი ქონების დაზიანებასა და მოკლულთა ცხედრების დაწვაში“.

