JSW Group საქართველოში ორი მსხვილი პროექტის განხორციელებას გეგმავს

Read Time:29 Second

მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ჰოლდინგური კომპანია JSW Group-ი საქართველოში ორი მსხვილი პროექტის განხორციელებით არის დაინტერესებული, – პოტენციურ საინვესტიციო პროექტებზე საქართველოს პრემიერმინისტრმა და JSW Group-ის თავმჯდომარე საჯან ჯინდალმა დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

JSW Group-ის თავმჯდომარემ დადებითად შეაფასა საქართველოში არსებული ბიზნესგარემო, ქვეყნის მთავრობასთან თანამშრომლობა და აღნიშნა, რომ კომპანია ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი ინვესტიციის განხორციელებით არის დაინტერესებული.

საუბარია მსხვილ ინვესტიციაზე, რომლის შესახებ პროექტების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შემდეგ, მიმდინარე წლის ბოლომდე გახდება ცნობილი.

JSW Group-ი მრავალ მილიარდ-დოლარიანი კონგლომერატია, რომელიც, ძირითადად, ფოლადის, ცემენტის წარმოებისა და სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროში საქმიანობს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე: ბაგა-ბაღების ყველა პედაგოგი გაივლის შემოწმებას
Next post გიორგი გიორგანაშვილს (ბახალა) 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა