კახა კალაძე: ბაგა-ბაღების ყველა პედაგოგი გაივლის შემოწმებას

Read Time:33 Second

„დღეს დილით ბაღების სააგენტომ გააკეთა განცხადება. პირველი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ყველა მოსწავლემ და მასწავლებელმა, ვისაც შეხება ჰქონდა კონკრეტულ ადამიანთან, რომელსაც დაუდგინდა ​ტუბერკულოზი, გაიარონ შემოწმება. შემოწმების ხარჯს თავის თავზე აიღებს ბაღების სააგენტო. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ტუბერკულოზის ცენტრთან და შევთანხმდით, რომ დღის განმავლობაში ყველა მშობელი მიიყვანს პატარას და ყველა მასწავლებელი გაივლის შემოწმებას. რაც შეეხება პრევენციას, პედაგოგები ვალდებული არიან, რომ ყოველწლიურად გაიარონ შემოწმება ამ მიმართულებით და ეს მკაცრი მოთხოვნაა”, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის ერთ-ერთი ბაგა-ბაღის პედაგოგს ტუბერკულოზის ნიშნები დაუფიქსირდა, რის გამოც, პრევენციის მიზნით, იმ ჯგუფის აღსაზრდელები, რომელთაც პედაგოგთან უშუალო შეხება ჰქონდათ, სპეციალურ შემოწმებას გაივლიან. ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ინდონეზიაში 6.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
Next post JSW Group საქართველოში ორი მსხვილი პროექტის განხორციელებას გეგმავს