Daily Archives: მარ 1, 2022
პოლიტიკა
რატი ბრეგაძე: „მინდა, ვკითხო ხალხს, ვინც არეულობის უკან დგას, მზად არიან, ჩახედონ 2008 წელს დაღუპული ბიჭების მშობლებს თვალებში?“
რატი ბრეგაძის თქმით, ბოლო პერიოდში დეზინფორმაციული კამპანია ხორციელდება, რომლის მიზანია, საქართველო მოექცეს საომარი ვითარების ეპიცენტრში. იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ ამ მიზნისთვის ოპოზიციის ნაწილი საქართველოს...
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ ადამიანების გულწრფელი და ემოციური დამოკიდებულება გამოიყენოს ანტისახელმწიფოებრივი მიზნით
პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გააკეთა განცხადება პარლამენტში ხალხის დაუყოვნებლივ შესვლის შესახებ, შემდეგ სხვები ცდილობდნენ, რომ ეს შეეფუთათ. აქედანაც ჩანს, რომ...
პოლიტიკა
რატი ბრეგაძე: „ეს ხალხი ეწევა პოლიტიკურ მოროდიორობას და საკუთარი ვიწრო ადგილობრივი პოლიტიკური ინტერესებისთვის ცდილობს ქვეყანაში არეულობის გამოწვევას“
იუსტიციის მინისტრი რუსთაველის გამზირზე მყოფი ახალგაზრდების პარლამენტში შესვლის შესახებ გაჟღერებულ მოწოდებებსა და პოლიციელების მიმართ მუქარას გამოეხმაურა. რატი ბრეგაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული მოწოდებები საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობების დაძაბვას და ქვეყანაში არეულობის გამოწვევას ემსახურება.„ეს ხალხი დღეს ცდილობს, საქართველოს და უკრაინას შორის დაძაბოს ურთიერთობები, მაშინ, როდესაც საქართველო თავიდან ბოლომდე ცდილობს, ყველა შესაძლო რესურსის ფარგლებში აღმოუჩინოს სრული მხარდაჭერა. ეს ხალხი ეწევა პოლიტიკურ მოროდიორობას და ცდილობს, საკუთარი ვიწრო ადგილობრივი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენოს ეს ვითარება, გამოიწვიოს ქვეყანაში არეულობა და მოიპოვოს ამით ხელისუფლება. მათთვის აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა გზით მოიპოვებენ ხელისუფლებას“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.რატი ბრეგაძის განცხადებით, კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული არეულობის ნებისმიერი მცდელობა აღკვეთილი იქნება.„ვის აწყობს დღეს არეულობა საქართველოში? რა თქმა უნდა, ეს არ არის საქართველოს კეთილმოსურნე და, შესაბამისად, ნებისმიერი არეულობის მცდელობა, რომელიც მიმართული იქნება კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ, ბუნებრივია, არ იქნება დაშვებული არავითარ შემთხვევაში და საქართველოს ხელისუფლებას აქვს ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ იმოქმედოს ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე და არ დაუშვას საქართველოში ხელმეორედ ომი. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ინტერესი“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში.
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: როცა ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხი იბრძვის თავისუფლებისთვის, მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატვა და ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა ჩვენი ვალია და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ
ძალიან მძიმეა ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება და ესაა ძალიან დიდი უსამართლობა უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ სოლიდარობა გამოვხატოთ - არა მხოლოდ...
პოლიტიკა
ზურა ჯაფარიძე – მე სი@ზე მკიდია პოლიტიკოსები და თანამდებობა პარლამენტის წინ შეკრებილ ხალხს პარლამენტში შეჭრისკენ მოუწოდა (ვიდეო)
ამ ქვეყნის მოქალაქეები უნდა შეხვიდეთ ამ შენობაში. ეს შენობა არის თქვენი და ჩემი აზრით ეს უნდა დაიწყოთ დღეს. რომ მორჩება გამოსვლები ამ შენობის გარშემო...
პოლიტიკა
ლევან ნიკოლეიშვილი: დღეს ვხედავთ ვითარებას, როდესაც სოლიდარობის აქციაზე პოლიტიკოსები მიდიან იმისთვის, რომ პოლიტიკური განცხადებები გააკეთონ
ექსპერტმა ლევან ნიკოლეიშვილმა „ქრონიკაში“ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. მან განმარტა რატომ არის რთული პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმება.„საბოლოო ჯამში, პოლიტიკური სპექტრი საქართველოში ბოლომდე ვერ ჩამოყალიბდა....
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა თანხმდება, რომ საქართველოს მხარდაჭერა უკრაინისადმი დასაფასებელია
ზელენსკის გადაწყვეტილება ძალიან არათანმიმდევრული იყო, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ საქართველო დღეს ორი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებით ეხმარება უკრაინას, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის...
პოლიტიკა
რატი ბრეგაძე: „შესაძლებელია, კონკრეტულ შემთხვევებში რომელიმე შეფასება არ იყოს სასიამოვნოდ ჟღერადი და კარგად მოსასმენი, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ მთელ რიგ იმ დადებით ქმედებებს, რომელთაც საქართველოს...
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ქართველ ხალხთან ერთად მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს და ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება. რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ ძალიან ბევრი ადამიანისთვის, ვინც საქართველოში ცხოვრობს, უკრაინა დაკავშირებულია მრავალ დადებით ემოციასთან.
„მე შეგნებულად ვისაუბრე იმ მხარდაჭერაზე, რომელიც საქართველომ აღმოუჩინა უკრაინას. აქ არ არის მხოლოდ ხელისუფლების მხარდაჭერა, აქ არის ხალხის მხარდაჭერაც. ქართველ და უკრაინელ ხალხს აქვს ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა. ბუნებრივია, როდესაც ვსაუბრობთ უკრაინაზე, ჩემთვის, პირადად, და ძალიან ბევრი ადამიანისთვის, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, ეს დაკავშირებულია მრავალ დადებით ემოციასთან. ჩვენ გვყავს იქ ჩვენი პირადი მეგობრებიც და უამრავი ახლობელი ადამიანი, რომელთა ბედსაც განვიცდით და გულთან ახლოს მიგვაქვს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა დღეს უკრაინის პრეზიდენტის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ გაკეთებულ განცხადებაზეც. რატი ბრეგაძის თქმით, როდესაც უკრაინა იმყოფება საომარ მდგომარეობაში, როდესაც მიმდინარეობს ძლიერი დეზინფორმაციული კამპანია, როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში, ამ განცხადების შეფასების დრო არ არის. მინისტრმა, ასევე, გამოთქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა, ამ განცხადების გაკეთების საფუძველი სწორედ უკრაინასა და საქართველოში მიმდინარე დეზინფორმაციული კამპანია გამხდარიყო.„შესაძლებელია, კონკრეტულ შემთხვევებში რომელიმე შეფასება არ იყოს სასიამოვნოდ ჟღერადი და კარგად მოსასმენი, მაგრამ დავრჩები იმავე პოზიციაზე, რომ, როდესაც ადამიანები არიან გასაჭირში, როდესაც მათ ტერიტორიაზე არის ეს ომი... როდესაც, სხვათა შორის, მიმდინარეობს ძლიერი დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც, სამწუხაროდ, გაჩაღებულია საქართველოშიც, შესაძლოა, ამ განცხადებების მომზადებისას იქონიოს მთელმა ამ პრეისტორიამ გარკვეული ნეგატიური ზეგავლენა. თუმცა, როგორც ვთქვი, ამ ეტაპზე, ამ საუბრისგან თავს შევიკავებ და, პირიქით, გავაგრძელებთ მთელ რიგ იმ დადებით ქმედებებს, რომელთაც საქართველოს ხელისუფლება ქართველ ხალხთან ერთად ახორციელებს უკრაინასთან მიმართებით“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერა არ გამოიხატება დროშების გადმოფენაში, არამედ გამოიხატება მის მკაფიო განცხადებებში!
საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერა არ გამოიხატება დროშების გადმოფენაში, არამედ გამოიხატება მის მკაფიო განცხადებებში! ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.დღეს მისი პარიზში და...
პოლიტიკა
რატი ბრეგაძე: „ჩვენი ფორმულაა მეგობრების უპირობო მხარდაჭერა და ამავდროულად საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა
„ჩვენ ვთქვით, რა არის ჩვენი ფორმულა – ეს არის მეგობრების უპირობო და ურყევი მხარდაჭერა აბსოლუტურად ყველა პლატფორმაზე და ამავდროულად საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა, და...
მსოფლიო
კიევის ტელეანძაზე მიტანილი იერიშის შედეგად, წინასწარი მონაცემებით, ხუთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა
კიევის ტელეანძაზე მიტანილი იერიშის შედეგად, წინასწარი მონაცემებით, ხუთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა. ამის შესახებ სააგენტო „უნიანი“ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით წერს....
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: ბორის ჯონსონმაც თქვა, რომ არანაირი ოფიციალური ხელშეწყობა უკრაინაში მოხალისეების წასვლას არ ექნება
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ამბობს, რომ არანაირი ოფიციალური ხელშეწყობა უკრაინაში მოხალისეების წასვლას არ ექნება, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი...