„ქართული ოცნების“ ლიდერებმა კასპის ფეხბურთის ცენტრალური სტადიონი და საფეხბურთო სკოლა დაათვალიერეს

„ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა და გორი-კასპის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის...

გოჩა ენუქიძე  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სამხატვრო და სამუსიკო სკოლების წარმომადგენლებს შეხვდა

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი, გოჩა ენუქიძე  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სამხატვრო და სამუსიკო სკოლების წარმომადგენლებს შეხვდა. დეპუტატის განცხადებით შეხვედრების მთავარი მიზანი ყოველთვის ერთია. იგრძნონ გოჩა ენუქიძის და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის თანადგომა. გოჩა ენუქიძის განცხადებით თითოეული სფეროს წარმატებული განვითარება  მუნიციპალიტეტების სიძლიერის განმაპირობებელია, ამიტომ იქნება მათ გვერდით ყველა კეთილ საქმეში დახმარებისთვის და მხარდაჭერისთვის.

ირაკლი ჩიქოვანი ჭკადუაშის მოსახლეობას შეხვდა

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი, ჭკადუაშის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებს სამომავლო გეგმები გააცნო და მათგან სოფელში არსებული საჭიროებები მოისმინა. ,, დღეს ისტორიული სოფლის, ჭკადუაშის მოსახლეობას შევხვდი. ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე, მოვისმინეთ სოფლებში არსებული საჭიროებები. როგორც გამოიკვეთა, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის ახალმა პროგრამებმა მოსახლეობას მეტი შესაძლებლობა მისცა. ამ სოფელში უმთავრესი პრობლემა ცენტრალური საავტომობილო გზა იყო. სოფლის ცენტრამდე მისასვლელი მონაკვეთი უკვე დასრულებულია. სამანიოს, სანაჭყებიოს და ჯინჯოლავების უბანში კი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე  პროექტი უკვე არსებობს და ექსპერტიზის სტადიაზეა“. სოფლის ცენტრში გამართული შეხვედრის შემდეგ, ირაკლი ჩიქოვანი ჭკადუაშში დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდა: ,,ამ ადამიანებმა ბევრი რამ გადაიტანეს, ცხოვრება შიშველი ხელებით ხელახლა დაიწყეს. ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსებში ბინები 1000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცემა. თუმცა ეს საკმარისი არ არის. პროცესი გრძელდება, ჩვენ გვაქვს გეგმა, რომლის მიხედვითაც ჩემი მაჟორიტარობის პერიოდში არცერთი დევნილი ოჯახი საკუთარი ჭერის გარეშე არ დარჩება“ - აღნიშნა დევნილებთან შეხვედრაზე  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა. ვიდეოს ლინკი: https://wetransfer.com/downloads/8a0c140a1ec798dff988bc7dbc7f5bc320200902181923/08dd8d?fbclid=IwAR10vEMJbTeNIaUg8QONwmDi0v88wcP3UKm50KEieVPouk-Q-LaudbJs2RA --

გიორგი გახარია: შეუძლებელია ქვეყნის გამარჯვებასა და წარმატებაზე ვისაუბროთ, სანამ ერთი ადამიანი მაინც იქნება თავის სამშობლოში დევნილი

შეუძლებელია ქვეყნის გამარჯვებასა და წარმატებაზე ვისაუბროთ, სანამ ამ ქვეყანაში ერთი ადამიანი მაინც იქნება თავის სამშობლოში დევნილი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა კასპში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის,...

ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ ინიციატივაზე: კანონპროექტს სერიოზული პრევენციული ეფექტი ექნება, ოპოზიციისგან სპეკულაციები ისმის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ოპოზიციის შეფასებებს სპეკულაციებს უწოდებს. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, კანონოროექტს მნიშვნელოვანი ეფექტი ექნება. „ადამიანები დაინახავენ,...

პროკურორი – ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები სიკვდილის წინა ახლო პერიოდშია განვითარებული

ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები სიკვდილის წინა ახლო პერიოდშია განვითარებული, რაც მოიცავს დროის ინტერვალს 10 წუთიდან 20 წუთის ფარგლებში, — ამის შესახებ პროკურორმა...