ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ ინიციატივაზე: კანონპროექტს სერიოზული პრევენციული ეფექტი ექნება, ოპოზიციისგან სპეკულაციები ისმის

Read Time:30 Second

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ოპოზიციის შეფასებებს სპეკულაციებს უწოდებს. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, კანონოროექტს მნიშვნელოვანი ეფექტი ექნება.

„ადამიანები დაინახავენ, რომ გამკაცრებულია რეგულაცია, მათ შორის სანქციის ნაწილში, დისპოზიციის ნაწილში. კანონპროექტს სერიოზული პრევენციული ეფექტი ექნება.

დანარჩენი, ოპოზიციის მხრიდან რაც გესმით, სპეკულაციებია. როცა სანქცია მკაცრდება, ამას ავტომატურად პრევენციული ეფექტი აქვს. შესაბამისად, კანონოროექტს მნიშვნელოვანი ეფექტი ექნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტი დღეს დაჩქარებული წესით, მეორე-მესამე მოსმენით განიხილავს ცვლილებებს, რომლებიც „საქართველოს საარჩევნო კოდექსში” შედის. კანონმდებლებმა ცვლილებები პირველი მოსმენით 2 სექტემბერს მიიღეს. მას მხარი 77-მა დეპუტატმა დაუჭირა. პლენარულ სხდომამდე, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ეკა ბესელიამ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცვლილებების ალტერნატიული ვერსია წარადგინეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პროკურორი – ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები სიკვდილის წინა ახლო პერიოდშია განვითარებული
Next post გიორგი გახარია: შეუძლებელია ქვეყნის გამარჯვებასა და წარმატებაზე ვისაუბროთ, სანამ ერთი ადამიანი მაინც იქნება თავის სამშობლოში დევნილი