ჯეილო საქართველოდან – ნუცა ბუზალაძის ახალი სახელი ამერიკაში უკვე მილიონობით მოქალაქემ იცის

Read Time:1 Minute, 6 Second

ჯეილო საქართველოდან – ქართველი მომღერლის ახალი სახელი ამერიკაში უკვე მილიონობით მოქალაქემ იცის. “რუსთავი2”-ის პროექტებიდან დაწყებული კარიერა ნუცა ბუზალაძემ პროექტ ამერიკულ ვარსკვლავში განაგრძო. ქართველმა შემსრულებელმა ჟიურიც და მსმენელიც კონკურსის პირველივე ტურში გააოცა.

ნუცა ბუზალაძეს სიმღერის შემდეგ, ფეხზე წამოუდგნენ მსოფლიო პოპ ვარსკვლავი კეტი პერი და ჟიურის სხვა არანაკლებ ცნობილი წევრები. გუშინდელი ტურის შემდეგ კი, ასობით მონაწილიდან ნუცა ბუზალაძე ტოპ 24-ში მოხვდა. წინ ლაივ შოუებია სადაც გამარჯვებულს ერთდროულად გამოავლენს მაყურებელი და ჟიური. ბუზალაძე “ამერიკული ვარსკვლავის” ვარსკვლავი უკვე გახდა, გაიმარჯვებს თუ არა ის ქვეყნის ყველაზე პრესტიჟულ კონკურსში ეს რამდენიმე კვირაში გაირკვევა.

ემოციური იყო ზარი, რომელიც ამერიკიდან საქართველოში პირდაპირი ჩართვით მთელმა მსოფლიომ ნახა. პროექტის სცენიდან, პირველი ემოცია ნუცა ბუზალაძემ დედას გაუზიარა.

ნუცა ერთადერთი უცხოელია ყველაზე პრესტიჟულ ამერიკულ პროექტში, სადაც მუსიკალურ ტალანტებს ირჩევენ. ქართველი მომღერლის პირველმა გამოჩენამ ვარსკვლავური ჟიურის წინაშე, დიდი ოვაციები გამოიწვია.

ჰოლივუდური ცხოვრება და გზა წარმატებისკენ, არც ამერიკაში აღმოჩნდა მარტივი. ”დუეტების ტურზე” ნუცა ბუზალაძეს პარტნიორთან დაძაბულობა ჰქონდა. ყველაფერი კი ღამის 3 საათზე, რეპეტიციის სურვილით დაიწყო. კონკურენტი მიხვდა, რომ ნუცა მას ვოკალური შესაძლებლობებით აჯობებდა, ამიტომ სიმღერის წინ, სცენაზე მან არასწორი და საკმაოდ უხერხული ტაქტიკა აირჩია.

სცენაზე ნამღერით და მონათხრობით ჟიურის სამივე წევრი კარგად მიხვდა, თუ ვინ იმსახურებდა გამარჯვებას. შემდეგ ტურში ნუცა ბუზალაძე გადავიდა, კარინამ კი პროექტი დატოვა.

ნუცა ბუზალაძის “ამერიკული ვარსკვლავის” ძირითად შემადგენლობაშია. ლაივ შოუებზე მაყურებელი და ჟიური საუკეთესოს გამოავლენენ. გახდება თუ არა 21-ე სეზონის გამარჯვებული ჯეილო საქართველოდან, ამას მსოფლიო მალე გაიგებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გოგა ხაინდრავა: მადამ სალომე 1989 წლის 9 აპრილს 19 ქალბატონმა გაწირა სიცოცხლე სამშობლოსთვის მათი ფოტოები არ გინახიათ? აა, ამიტომ არ მოგვსლიათ აზრად მათი დაჯილდოება
Next post გია ხუხაშვილი “ოცნება” “ნაცმოძრაობაზე”: გეუბნებით ერთნი არიან, უბრალოდ მურუსიძეს ვერ იყოფენ…