ჯანმო: AstraZeneca-ს ვაქცინის სარგებელი მის რისკებს აღემატება – ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს

Read Time:26 Second

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვაქცინების უსაფრთხოების კომიტეტი აცხადებს, რომ AstraZeneca-ს ვაქცინის სარგებელი რისკებს აღემატება.

ვაქცინების უსაფრთხოების კომიტეტი AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის გაგრძელების რეკომენდაციას იძლევა.

„COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სიკვდილიანობას და დაავადებებს სხვა მიზეზების გამო არ შეამცირებს. როგორც ცნობილია, თრომბოემბოლიური მოვლენები ხშირად გვხვდება. ვენური თრომბოემბოლია მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული მესამე კარდიოვასკულური დაავადებაა“, – ნათქვამია განცხადებაში.

16 მარტს, ევროპის წამლის სააგენტოს აღსასრულებელმა დირექტორმა, ემერ ქუკმა განაცხადა, რომ ახალი ანალიზი ცხადყოფს – AstraZeneca-ს ვაქცინის სარგებლისა და რისკის თანაფარდობა დადებითი რჩება.

ევროკავშირის მარეგულირებელი AstraZeneca-ს ვაქცინასთან დაკავშირებით დასკვნას 18 მარტს გამოაქვეყნებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: შავი ზღვის რეგიონში მოვლენათა ბოლოდროინდელი განვითარება ცხადყოფს, რომ საჭიროა თანამშრომლობის შემდეგ ეტაპზე აყვანა და ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის დაჩქარება
Next post ჯეიმს აპატურაი: ოპოზიციური პარტიები პარლამენტში უნდა დაბრუნდნენ