ცესკო – მუნიციპალიტეტის არჩევნებისას, პირველადი წინასწარი მონაცემების გამოსაქვეყნებლად ოპტიმალური დრო საარჩევნო უბნების დახურვიდან 7-8 საათია

Read Time:1 Minute, 27 Second

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტის არჩევნების დროს საარჩევნო პროცედურები მეტ დროს მოითხოვს. მათივე ცნობით, წელს წარმოდგენილია სამი სახის საარჩევნო ბიულეტენი, რომლის დათვლასაც შესაბამისი დრო სჭირდება.

როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, პირველადი წინასწარი მონაცემების გამოსაქვეყნებლად ოპტიმალური დრო საარჩევნო უბნების დახურვიდან 7-8 საათია.

„შეგახსენებთ, მუნიციპალიტეტის არჩევნები სხვა საერთო არჩევნებისგან განსხვავებით, გამოირჩევა იმით, რომ საარჩევნო პროცედურები მეტ დროს მოითხოვს. წელს წარმოდგენილია სამი სახის საარჩევნო ბიულეტენი (მაჟორიტარული, პროპორციული, მერის), რომლის დათვლასაც შესაბამისი დრო სჭირდება. მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის ცესკო-ში რეგისტრირებულია 43 საარჩევნო სუბიექტი, რაც თითქმის ორჯერ მეტია გასულ წლებში (2014წ., 2017წ.), მუნიციპალიტეტის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების რაოდენობაზე. ასევე საოლქო საარჩევნო კომისიებში რეგისტრირებულია 68 საინიციატივო ჯგუფი.

ამასთან, 2014 და 2017 წლებში ჩატარებული არჩევნებისას პირველადი მონაცემების გამოქვეყნების სტატისტიკა და როგორც გასულ წლებში საპილოტე რეჟიმში გამართული, ისე იმიტირებული არჩევნების შედეგად მიღებული გამოცდილებაც აჩვენებს, მუნიციპალიტეტის არჩევნებისას, პირველადი წინასწარი მონაცემების გამოსაქვეყნებლად ოპტიმალური დრო საარჩევნო უბნების დახურვიდან 7-8 საათია.

შეგახსენებთ, 2014 წელს, როდესაც არჩევნებში 24 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობდა, პირველადი, წინასწარი შედეგები საარჩევნო უბნების დახურვიდან 6 საათსა და 30 წუთში გამოცხადდა, 2017 წელს კი არჩევნებში 27 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობდა და მონაცემების გამოქვეყნება 7 საათსა და 20 წუთში გახდა შესაძლებელი. ცესკო მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების პირველად წინასწარ მონაცემებს, გასაჯაროების მომენტისთვის მიღებული ოქმების მიხედვით, მას შემდეგ გამოაცხადებს, როდესაც ცესკო-ში შემოსული იქნება ოქმების ის მინიმალური რაოდენობა, რომელიც საჭიროა კენჭისყრის წინასწარი შედეგების გამოსაცხადებლად, რაც დადასტურებულია წლების მანძილზე არსებული პრაქტიკით“, – აღნიშნულია ცესკო-ს ინფორმაციაში.

ცესკო-ს ცნობით, დაინტერესებული პირები დღის განმავლობაში მანიპულირებენ ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ვერსიასთან დაკავშირებით. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ კანონის შესაბამისად ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფოტოებიანი ვერსიის გამოთხოვის უფლება აქვს ყველა საარჩევნო სუბიექტს და ამ ფორმით ინფორმაციის გავრცელება საზოგადოებაში არასწორი აღქმების ფორმირებას ემსახურება.

„ასევე ამომრჩევლებს შევახსენებთ, იმ შემთხვევაში თუ მათი ბიულეტენი დაზიანებულია, არ ჩანს შესაბამისი რეკვიზიტები, რომელიც მასზეა დატანილი, მიმართონ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და მოითხოვონ ახალი ბიულეტენი“, – აცხადებენ ცესკო-ში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ჩიქოვანი: ზუგდიდში საარჩევნო პროცესი მშვიდად მიმდინარეობს, თუმცა არის შემთხვევები, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრე ყოფილი ძალოვნები ცდილობენ ჩვენი აქტივისტების შევიწროებას
Next post მამუკა მდინარაძე: საარჩევნო უბნებიდან 100 მეტრის რადიუსის გარეთ, თუნდაც მოწოდება, აგიტაცია არანაირ დარღვევას არ წარმოადგენს