ირაკლი ჩიქოვანი: ზუგდიდში საარჩევნო პროცესი მშვიდად მიმდინარეობს, თუმცა არის შემთხვევები, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრე ყოფილი ძალოვნები ცდილობენ ჩვენი აქტივისტების შევიწროებას

Read Time:45 Second

საარჩევნო პროცესი ძალიან მშვიდად მიმდინარეობს. არსებობს რაღაც კონკრეტული შემთხვევები, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრე ყოფილი ძალოვნები ცდილობენ გარკვეულ შევიწროებას ჩვენი აქტივისტების, მაგრამ ამას არანაირი ეფექტი და მნიშვნელობა არ აქვს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

„არჩევნები ზუგდიდში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, სამწუხაროდ, როგორც ყველგან მთლიანად საქართველოში, ზუგდიდშიც გვაქვს შემთხვევები, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს დეზინფორმაციას, სიცრუეს, გარკვეულ სახელსა და გვარებს ამბობს, ასახელებს ავტომობილების სანომრე ნიშნებს, მაგრამ რამდენადაც ვიცი, აქ მსგავსი არაფერი ხდება. როგორც შარშან იყო უაზრო და უშედეგო მცდელობა, რაღაცნაირად კომპრომეტირება მოეხდინათ საარჩევნო პროცესისა და გარემოსი ზუგდიდში, ეს აქ არ ხდება. უკვე დაახლოებით 20 უბანზე ვიყავი. ძალიან მშვიდი საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს. არსებობს რაღაც კონკრეტული შემთხვევები, სადაც “ნაციონალური მოძრაობის“ მომხრე ყოფილი ძალოვნები ცდილობენ, რაღაც გარკვეულ შევიწროებას ჩვენი აქტივისტების, მაგრამ ამას არანაირი ეფექტი და მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ მივყვებით ჩვენს გეგმას, გვაქვს ძალიან კარგი მოლოდინები, ვინაიდან ჩვენი ამომრჩევლის აქტივობა ძალიან მაღალია და აქედან გამომდინარე, ექსცესებს ნამდვილად არ ველოდებით“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სალომე ზურაბიშვილი – დღეს არის არჩევნები, როცა უნდა დასრულდეს პოლარიზაცია, მე ხმა მივეცი დეპოლარიზაციას
Next post ცესკო – მუნიციპალიტეტის არჩევნებისას, პირველადი წინასწარი მონაცემების გამოსაქვეყნებლად ოპტიმალური დრო საარჩევნო უბნების დახურვიდან 7-8 საათია