„შოკში ვარ, არ მესმის, რატომ არ მოგვცა ისრაელმა საჰაერო თავდაცვა“ – ზელენსკი

Read Time:29 Second

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ გაკვირვებულია, თუ რატომ არ გადასცა ისრაელმა უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემები.

მისივე თქმით, რუსეთიდან განხორციელებული ზარები ისრაელზე გავლენას ახდენს.

„არ ვიცი რა დაემართა ისრაელს, შოკში ვარ, არ მესმის, რატომ ვერ მოგვცეს საჰაერო თავდაცვა. მესმის, მათ აქვთ რთული ვითარება სირიასთან, მაგრამ დავურეკე ისრაელის ორ ლიდერს, ორ პრემიერ-მინისტრს და ვთხოვე საჰაერო თავდაცვა, მათ მითხრეს, რომ ისინი ამჟამად თავიანთი მიწის დაცვას ცდილობენ.

ჩემი საუბრები ისრაელის ხელმძღვანელობასთან არანაირად არ დაეხმარა უკრაინას. რუსული საუბრები ისრაელის ხელმძღვანელობასთან, დარწმუნებული ვარ, სრულ გავლენას ახდენს მათ ქმედებებზე. მე კი ისრაელს ვთვლი დიდ სახელმწიფოდ, რომელიც სრულიად დამოუკიდებელია გადაწყვეტილებების მიღების დროს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post უკრაინული მედიის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩინეთთან კომუნიკაციის აღდგენის სურვილი გამოთქვა
Next post თეა წულუკიანი – არ ვარ მეცნიერი, მაგრამ შემიძლია, ვმართო პროცესი, როდესაც პროცესს ვმართავ, აღმოვაჩინე, რომ უამრავი ექსპონატი არის დაკარგული