შალვა პაპუაშვილი სერგი კაპანაძის განცხადებაზე: ასეთ დანაშაულს რომ დააბრალებ საკუთარ ქვეყანას, ეს ძალიან საკვირველია

Read Time:41 Second

ამ საკითხზე ადრეც მოგვისმენია მათი მოსაზრება, მაგრამ ამ ყველაფერს ამატებდე, რომ კასეტური ბომბები იყო ცხინვალში გამოყენებული, რა თქმა უნდა, ეს გასაოცარია, – ამის შესახებ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ვინც ამ საკითხში ერკვევა, ყველამ იცის, რომ კასეტური ბომბების დასახლებულ პუნქტებში გამოყენება აკრძალულია.

„ამ საკითხზე ადრეც მოგვისმენია მათი მოსაზრება, მაგრამ ამ ყველაფერს რომ ამატებ, კასეტური ბომბები იყო ცხინვალში გამოყენებულიო, რა თქმა უნდა, გასაოცარია. შემდეგ მოვისმინეთ განმარტებები, თითქოს, ის ცხინვალს არ გულისხმობდა, უფრო სწორად, სამხედრო სამიზნეებს გულისხმობდა. ვინც ამ საკითხში ერკვევა, ყველამ იცის, რომ კასეტური ბომბების დასახლებულ პუნქტებში გამოყენება აკრძალულია და იმიტომაც არსებობს კონვენცია მის აკრძალვასთან დაკავშირებით, რომელსაც მართალია, მოგვიანებით შევუერთდით, მაგრამ იდეა სწორედ ის არის, რომ დამაზიანებელია მშვიდობიანი მოსახლეობისთვის და მისი გამოყენება არ შეიძლება. ასეთ დანაშაულს რომ დააბრალებ საკუთარ ქვეყანას, რა თქმა უნდა, ეს ძალიან საკვირველია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით სერგეენკო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობდა
Next post ალუდა ღუდუშაური: იმას, რაც საქართველოს არ ჩაუდენია, ვერც სერგი კაპანაძე დააბრალებს და ვერც რუსეთის ფედერაცია