ქუთაისის ცენტრალურ არქივში დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორია გაიხსნა

Read Time:43 Second

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ქუთაისის ცენტრალურ არქივში დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორია გაიხსნა. ამიერიდან ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცულ დოკუმენტებს სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები ადგილზე ჩაუტარდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქუთაისის ცენტრალური არქივის დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, ინვენტარითა და სარესტავრაციო მასალით. რესტავრატორებმა კი კვალიფიკაცია თბილისში მდებარე ეროვნული არქივის დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორიაში აიმაღლეს.

ახალი ლაბორატორია საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბუბა ლომუაშვილმა დაათვალიერა და მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებს გაეცნო.

ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცულია XVIII საუკუნიდან დღემდე შექმნილი დოკუმენტები − ქუთაისის ქალაქის მმართველობის (1875-1919 წლები), ქუთაისის გუბერნიის სამმართველოს (1846-1918 წლები), ქუთაისის სათავადაზნაურო დეპუტატთა საკრებულოს (1837-1917 წლები), იმერეთის ეპარქიული კანცელარიის (1819-1921 წლები) და სხვა ფონდები. უნიკალურ დოკუმენტებს შორის შეხვდებით იმერეთის მეფეების − სოლომონ პირველისა და სოლომონ მეორის – სიგელებსა და წყალობის წიგნებს; მოსახლეობის აღწერის მასალებს; ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, კონსტანტინე გამსახურდიას, გრიგოლ რობაქიძის, გალაკტიონ ტაბიძისა და სხვათა ავტოგრაფებს და სხვა მასალებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პარლამენტმა „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო
Next post მამუკა მდინარაძე – გიული ალასანია აფორმებს კონტრაქტს ლობისტურ კომპანიასთან, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას, გაუწიოს პიარკამპანია სააკაშვილის გადაყვანას ჰუმანიტარული მისიით