მამუკა მდინარაძე – გიული ალასანია აფორმებს კონტრაქტს ლობისტურ კომპანიასთან, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას, გაუწიოს პიარკამპანია სააკაშვილის გადაყვანას ჰუმანიტარული მისიით
მიხეილ სააკაშვილის დელეგირებით, გიული ალასანია აფორმებს კონტრაქტს გლობალ პოინტთან, რომელმაც უნდა გაუწიოს პიარ კამპანია მიშას გადაყვანას ჰუმანიტარული მისიით, – ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ “ღამის კურიერის” ეთერში , მის მიერ მიღებული ინფორმაცია ექსკლუზიურად გააჟღერა.
მამუკა მდინარაძის თქმით, აღნიშნულის შესახებ ცოტა ხნის წინ შეატყობინეს.
“მიხეილ სააკაშვილის დელეგირებით, გიული ალასანია აფორმებს კონტრაქტს “გლობალ პოინთთან“, როგორც ჩანს არის ასეთი ორგანიზაცია, რომელიც არის ლობისტური, პიარ-საკონსულტაციო კომპანია, რომელიც იღებს თავის მხრივ პასუხისმგებლობას, რომ გაუწიოს პიარ კამპანია მიშას გადაყვანას ჰუმანიტარული მისიით და დააორგანიზოს ამ თემისთვის საზოგადოებრივი აზრის ფორმირება. იხდიან საკმაოდ სერიოზულ თანხას, 18 ნოემბრიდან 17 იანვრამდე ფორმდება კონტრაქტი ამერიკულ კომპანიასთან და მთავარი მოთხოვნაა ამ კონტრაქტის, პირობების შესრულება ჩაითვალოს იმ შემთხვევაში, როდესაც გათავისუფლდება მიხეილ საააკაშვილი “ჰუმანიტარული მისიით”.
პირველი რეაქცია რაც არის ჩემი, გაუფილტრავად ამას გეტყვით, რასაც ვფიქრობ – ეს არის მყარი მტკიცებულება იმისა, რომ ამას საერთო არაფერი აქვს არც სამართალთან, არც ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, სუფთა პოლიტიკური პროცესი და პოლიტიკური კამპანიაა, რომლის საფუძველზეც უნდა გამოიწვიონ ამ ქვეყანაში არეულობა. მისი ჩამოსვლის პირველი მიზანი იყო ქვეყნის არევა. რეალური გზა მისი გათავისუფლების უნდა იყოს სამართლებრივი. ეს [ინფორმაცია] ადასტურებს, რომ არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური პროცესი, თავისი პოლიტური მიზნებით. ახლა ეს ინფორმაცია შეგვიძლია გადავაზუსტოთ. მე ამის შესახებ ისეთი ხალხი მწერს, ინფორმაციის რეალობაშიც ნამდვილად არ მეპარება ეჭვი,” – განაცხადა მდინარაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
28 აპრილს ბზობა – ბაიაობის დღესასწაული აღინიშნება -ბზობა უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში
ბზობის დღესასწაული წელს 28 აპრილს აღინიშნება. ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ! გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას და ბედნიერებას! შეგეწიოთ ამ დღის ძალა და...
დავით კაჭარავა: მინდა ახალგაზრდებს ვუთხრა, რომ ევროკავშირისკენ სვლას კონკრეტული კრიტერიუმები აქვს, რასაც ჩვენ ვასრულებთ – ლგბტ პროპაგანდის შემზღუდველი კანონის მიღება ევროკავშირისკენ სვლას არანაირად არ აფერხებს, ეს პროპაგანდა ეწინააღმდეგება ჩვენს საუკუნოვან ტრადიციებს
„პირველ ეტაპზე, ჩვენ უსამართლოდ არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი - იმ ორ ქვეყანასთან შედარებით, ჩვენ წინ ვიყავით და ეს უსამართლო გადაწყვეტილება...
ერთადერთი ფული, რომელიც არ კონტროლდება არის ენჯეოებში შემოსული ამერიკული ფული, რომელიც რასაკვირველია იხარჯება დასავლური აზრის გასავრცელებლად საქართველოში – იაგო ხვიჩია
„ერთადერთი ფული, რომელიც არ კონტროლდება დარჩა ენჯეოებში შემოსული ამერიკული, დასავლური ფული. ეს ფული რასაკვირველია იხარჯება დასავლური აზრის გასავრცელებლად საქართველოში“- ამის...
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ხელისუფლების და საზოგადოების მობილიზებაა საჭირო, რომ არ დავუშვათ პროვოკაციები ქვეყანაში
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი და პარტიის რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და...
„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორს“ პასუხობს – მიზანმიმართულად ხელის შემშლელი და ცენზურასთან გათანაბრებულ გარემოპირობებში, ყველა ლეგიტიმურ გზას გამოვიყენებთ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სიმართლე
„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორის“ მიერ გავრცელებულ მანიპულაციურ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, „ფეისბუკის ოფიციალური მონაცემებით, აპრილში მამუკა მდინარაძემ...
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე საკრებულოს წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა: „ილია ჭავჭავაძე რომ გქონდეთ წაკითხული რომელიმეს, გეცოდინებოდათ რა დაწერა:...