ქართველმა მოჭიდავეებმა ევროპის ჩემპიონატზე 4 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

Read Time:43 Second

5 მედალი მოიპოვა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 23 წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველ ფინალურ დღეს. სერბეთში მიმდინარე ევროპირველობზე ქართველებმა ხუთი წონითი კატეგორიიდან 4 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრეს.
55 კილოგრამში ნუგზარ წურწუმიამ ფინალში რუმინელი ფლორინ ტიტა პირველივე პერიოდში აშკარა უპირატესობით 9-0 დაამარცხა და წარმატებით დაიცვა შარშან მოპოვებული ევროპის ჩემპიონის ტიტული. გამარჯვება მოიპოვა 63 კილოში ლევან ქავჟარაძემ, ქართველმა ფინალში სომეხ სლავიკ გალსტიანს 10-8 მოუგო. 87 კილოში გურამ ხეცურიანმა ფინალში რუსეთის წარმომადგენელ გაზი ხალილოვი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა. მძიმეწონოსანმა ზვიად პატარიძემ საქართველოს ნაკრებს მეოთხე ოქროს მედალი მოუტანა, თავის კარიერაში კი მეექვსედ მოიპოვა ასაკობრივი ევროპის ჩემპიონის ტიტული.
ბრინჯაოს მედალი 77 კილოში ბექა მამუკაშვილმა დაისაკუთრა. ქართველმა გადამწყვეტ შეხვედრაში 3-0 აჯობა აზერბაიჯანელ ნასირ ჰასანოვს. საქართველოს 23 წლამდე ნაკრები ამ დროისთვის საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზეა და დიდი უპირატესობით უსწრებს რუსეთისა და თურქეთის ნაკრებებს. დღეს ქართველ მოჭიდავეებს კიდევ 4 მედლის მოპოვების შანსი აქვთ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ხალხს ყოველთვის სჭირდება ლიდერი.. ეს ლიდერი იყო, არის და იქნება, ბიძინა ივანიშვილი – ღარიბაშვილი
Next post ირაკლი კობახიძე – „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ნაბიჯები ერთმნიშვნელოვნად პრეზიდენტის ინსტიტუტის უპატივცემულობაა