უკრაინის საგარეო უწყება სააკაშვილის საქმეზე: უკრაინის პრინციპული პოზიციაა, არ ჩაერიოს საქართველოს საშინაო საქმეებში

Read Time:33 Second

უკრაინის საგარეო უწყება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა უკრაინის პრინციპული პოზიცია, არ ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში. ამის შესახებ საუბარია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინსიტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც უწყებამ უკრაინაში საქართველოს საელჩოს დიპლომატთან შეხვედრის შემდეგ გაავრცელა.

„2 ოქტომბერს, უკრაინაში საქართველოს საქმეთა რწმუნებული, უფროსი მრჩეველი სანდრო თოფურია საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიწვიეს. დიპლომატმა გააცნო უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაკავების გარემოებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლები, რომელთა მიხედვითაც სააკაშვილი არის მსჯავრდებული. უკრაინულმა მხარემ ხაზი გაუსვა მიხეილ სააკაშვილის კანონიერი უფლებების სრულად პატივისცემის აუცილებლობას და მოითხოვა, რომ უკრაინის კონსულმა ის მოინახულოს საკონსულო და სამართლებრივი დახმარების გასაწევად. საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა უკრაინის პრინციპული პოზიცია, არ ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში“, – ნათქვია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზურაბ ჯაფარიძე „ქართული ოცნების“ ოფისთან – 19:00 საათზე მოვალ და „საუნდჩექს“ შევამოწმებ
Next post ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნების“ გუშინდელი დამაჯერებელი გამარჯვება იყო საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის გამარჯვება