სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 557 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Read Time:24 Second

სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 557 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

10 ივლისის მონაცემებით, სომხეთში საერთო ჯამში 30 903 შემთხვევაა დადასტურებული. ბოლო ერთ დღეში სომხეთში „კოვიდ-19“-ის 11 ადამიანი ემსხვერპლა, სულ კი კორონავურუსული ინფექციით 546 ადამიანი დაიღუპა.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებული შვიდი პაციენტი სხვა დაავადებით დაიღუპა. ასეთი შემთხვევების რიცხვი სომხეთში 177-ს აღწევს. მსხვერპლის საერთო რიცხვი სომხეთში 723-ია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გახარია – ყველას უნდა გვესმოდეს, რომ კარგად ჩატარებული არჩევნები არის საერთო მიზანი, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიცია იქნება, თუ მმართველი პარტია
Next post ირაკლი სესიაშვილი: სუს-ი არის აპოლიტიკური ორგანიზაცია