გიორგი გახარია – ყველას უნდა გვესმოდეს, რომ კარგად ჩატარებული არჩევნები არის საერთო მიზანი, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიცია იქნება, თუ მმართველი პარტია

Read Time:58 Second

ყველას უნდა გვესმოდეს, კარგად ჩატარებული არჩევნები, ეს ჩვენი საერთო მიზანია, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს ოპოზიცია იქნება თუ მმართველი პარტია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, საქართველო ყოველდღიურად პროგრესირებს და ეს კოლეგებმა ძალიან კარგად იციან.

„როგორც ჩანს, წინასაარჩვენო მაღალი პოლიტიკური ტემპერატურა გარეთაც გადის. მოგეხსენებათ, რომ ასეთი ბევრი შემთხვევა იყო. ზუსტად მსგავსი ინტერპრეტაციები მახსოვს, როდესაც საუბარი იყო საკონსტიტუციო ცვლილებებზე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მაგრამ ყველას კარგად გვახსოვს, ამ ცვლილების მიღების შემდგომ საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები იყო შესანიშნავი. მათ ძალიან კარგად დაინახეს, რომ ქართული დემოკრატია პროგრესირებს. ჩვენ წინ გვაქვს არჩევნები, რომელიც უნდა ჩავატაროთ დემოკრატიულად, სრულად, გახსნილად, ღიად და კონკურენტულ გარემოში, რასაც, რა თქმა უნდა, გავაკეთებთ და თქვენ ყველანი, ჩვენთან ერთად ამას ნახავთ. საერთაშორისო პარტნიორები არიან ჩვენი ყველაზე ახლო სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები. თითოეული მათი ნათქვამი ჩვენთვის არის ყურადსაღები, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. სამწუხაროდ, ზოგიერთი ვაიპოლიტიკოსის გამო, ხდება მცდელობები, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორები იყვნენ ჩათრეული შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებებში. ეს არის ცუდი, რადგან, საბოლოო ჯამში, ეს რომელიმე პოლიტიკურ ძალას კი არ ვნებს, საბოლოო ჯამში, ეს ვნებს ქვეყანას. ამიტომ, ახლა ყველანი უნდა დავწყნარდეთ, დავმშვიდდეთ. ყველამ ერთად, ღირსეულად, დემოკრატიულად უნდა ჩავატაროთ ეს არჩევნები. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გახარია – მთავარია, ყველამ ერთად ჩავატაროთ სანიმუშო არჩევნები, ეს არის გასაღები, რომელიც ბევრ სპეკულირებას, რის სივრცესაც ახლა ზოგიერთი ვაი პოლიტიკოსი ქმნის, ერთხელ და საბოლოოდ დაესმევა წერტილი
Next post სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 557 ახალი შემთხვევა გამოვლინდა