გიორგი გახარია – მთავარია, ყველამ ერთად ჩავატაროთ სანიმუშო არჩევნები, ეს არის გასაღები, რომელიც ბევრ სპეკულირებას, რის სივრცესაც ახლა ზოგიერთი ვაი პოლიტიკოსი ქმნის, ერთხელ და საბოლოოდ დაესმევა წერტილი

Read Time:1 Minute, 22 Second

ვინ რომელი ნომერი იქნება საარჩევნო სიაში, ამას კი არ აქვს მნიშვნელობა, მთავარი არის, ქვეყანამ, ოპოზიციამ, მთავრობამ, მმართველმა ძალამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, ყველამ ერთად ჩავატაროთ სანიმუშო არჩევნები. ეს არის მთავარი ამოცანა. ეს არის ის გასაღები, რომელიც იმ ბევრ სპეკულირებას, რის სივრცესაც ახლა ზოგიერთი ვაი პოლიტიკოსი ქმნის, ერთხელ და საბოლოოდ დაესმევა წერტილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, რომელი ნომერი იქნება საარჩევნო სიაში, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს.

„დავიწყებ ბოლოდან, მე ვიქნები ბოლო ნომერი, არანაირი მნიშვნელობა ჩემთვის არ აქვს, რომელი ნომერი ვიქნები, გულწრფელად გეუბნებით. ჩემი ძირითადი ამოცანა, მთავრობის ძირითადი ამოცანა დღეს არის პირველ რიგში პანდემია, ის, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვაკონტროლოთ რისკები, თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობის რისკები. მეორე ამოცანა გახლავთ, ასევე უკიდურესად მნიშვნელოვანი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი – ჩვენი ეკონომიკური აღორძინება, ეკონომიკური აღდგენა პოსტპანდემიურ პერიოდში, რადგან ახლა ჩვენი ეპიდემიოლოგიური კრიზისი, პანდემია, გადაიზარდა ეკონომიკურ კრიზისში და მთავარი ამოცანა არის, რომ რაც შეიძლება მინიმალური ზიანი მიადგეს თითოეულ ქართულ ოჯახს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. მესამე ამოცანა, ამ ორი კრიზისის პირობებში, პანდემიის და ეკონომიკური კრიზისის პირობებში, არის, რომ წყნარად, მშვიდად, დემოკრატიულად და ღიად ჩავატაროთ არჩევნები. თავიდანვე ხომ ვამბობდით, რომ ორ ფრონტზე ვიბრძვით, ჩათვალეთ, რომ ახლა მესამე ფრონტზე ვიბრძვით, როგორ ფიქრობთ, ამ პირობებში ახლა ან მე, ან რომელიმე მთავრობის წევრს აქვს დრო იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ ან დისკუსიები გავმართოთ პირველი ვინ იქნება სიაში, ან მეორე, – არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. კიდევ ერთხელ გეტყვით, სიაში ვინ რომელი იქნება, ამას კი რ აქვს მნიშვნელობა, ან რომელი პარტია უფრო მეტ ხმას მიიღებს, ესეც შეიძლება გახდეს მეორეხარისხოვანი. მთავარი არის, რომ ქვეყანამ, ოპოზიციამ, მთავრობამ, მმართველმა ძალამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, ყველამ ერთად უნდა ჩავატაროთ სანიმუშო არჩევნები. ეს არის მთავარი ამოცანა. ეს არის ის გასაღები, რომელიც იმ ბევრ სპეკულირებას, რის სივრცესაც ახლა ზოგიერთი ვაი პოლიტიკოსი ქმნის, ერთხელ და საბოლოოდ დაესმევა წერტილი“, – განაცხადა პრემიერმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იმავე ღამეს ბინა მომცეს – შემთხვევითი შეხვედრა კალაძესთან, რომელმაც 5 შვილის მამის ცხოვრება შეცვალა
Next post გიორგი გახარია – ყველას უნდა გვესმოდეს, რომ კარგად ჩატარებული არჩევნები არის საერთო მიზანი, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიცია იქნება, თუ მმართველი პარტია