სოზარ სუბარი: როგორც ჩანს სხვა კანდიდატებს აქვთ დასამალი და ამიტომაც იკავებენ თავს ნარკოტესტის ჩაბარებისგან

Read Time:1 Minute, 10 Second

არის გარკვეული ტიპის ნარკოტიკები, რომლებიც ხუთი-ექვსი დღის ან 10 წლის მერე სისხლში მათი აღმოჩენა გაცილებით რთულია. როგორც ჩანს ის ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ მზად არიან ნარკოტესტი ჩააბარონ, ოღონდ მაშინ, როცა მათ უნდათ, სწორედ ამ ვადის გასვლას ელოდებიან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა სოზარ სუბარმა “ქრონიკასთან“ განაცხადა.

მისივე თქმით, კახა კალაძის ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდის უკან არა მხოლოდ ნარკოტესტის პასუხი, არამედ მისი გაკეთებული საქმეები დგას.

„როგორც ჩანს სხვა კანდიდატებს აქვთ დასამალი და ამიტომაც თავს იკავებენ ნარკოტესტის ჩაბარებისგან. არიან ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც პირდაპირ ამბობენ, რომ მომხმარებლები არიან, ამას არ მალავენ, თუმცა არიან ისეთი კანდიდატები, რომლებმაც ღიად განაცხადეს, რომ მათ არაფერი აქვთ დასამალი, აუცილებლად ჩააბარებენ ნარკოტესტს, თუმცა, მაქსიმალურად წელავენ ამ ვადას და გაწელვა რასაც ემსახურება, სპეციალისტები ამას პირდაპირ ამბობენ. არის გარკვეული ტიპის ნარკოტიკები, რომლის სისხლში აღმოჩენაც ხუთი-ექვსი დღის ან 10 წლის მერე გაცილებით რთულია. როგორც ჩანს ის ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ მზად არიან ნარკოტესტი ჩააბარონ, ოღონდ მაშინ, როცა მათ უნდათ, სწორედ ამ ვადის გასვლას ელოდებიან. სხვა ახსნა ამას არ აქვს, იმიტომ, რომ ეს არ არის კანონით მოთხოვნა, ეს არის ჩვენება, თუ რა მაგალითს ვაძლევთ ჩვენ ახალგაზრდებს. რით მოვდივართ საზოგადოებასთან, განსაკუთრებით ახალგაზრდებთან. როდესაც კახა კალაძე ეუბნება ახალგაზრდობას, რომ ჯანსაღი წესი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რის პოპულარიზაციასაც ის აკეთებს, მის უკან არა მხოლოდ ნარკოტესტის პასუხი, არამედ მის მიერ გაკეთებული საქმეები დგას, ათასზე მეტი სკვერი, პარკი, მაღალხარისხიანი სტადიონები თბილისში. ათეულობით ახალი სპორტული კომპლექსი, რომლებშიც ათასობთ-ათიათასობით ბავშვი ვარჯიშობს და მისი ცხოვრება, რომელიც მართლა არაფერია, თუ არა მაგალითი ახალგაზრდებისთვის“, – განაცხადა სოზარ სუბარმა

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პროკურატურამ ავსტრალიელი პედაგოგის მკვლელობის მოტივი დაასახელა
Next post სოფლის მეურნეობა ჩვენი პრიორიტეტი უნდა გახდეს – გივი მოდებაძე