სოზარ სუბარი ოპოზიციის დაანონსებულ აქციაზე: ამას აკეთებენ ყოველ ჯერზე იმიტომ, რომ არ უნდათ მოლაპარაკებები დასრულდეს შედეგით

Read Time:1 Minute, 20 Second

ოპოზიციის დაანონსებული აქცია ნამდვილად არ უწყობს ხელს მოლაპარაკების პროცესს, მაგრამ არა უშავს, ეგ მათი გადასაწყვეტია. ამას აკეთებენ ყოველ ჯერზე იმიტომ, რომ არ უნდათ მოლაპარაკებები დასრულდეს შედეგით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციონერებმა ვერ გაიგეს ერთი რამ, რომ ქართველ ხალხში მგრძნობელობა არის ძალიან მაღალი და ძალიან კარგად იცის ხალხმა, როდის არის ქუჩაში გამოსვლა საჭირო და ხშირად დაძახება არც სჭირდებათ ხოლმე.

„ამის მაგალითი იყო თუნდაც გიორგი სანაიას მკვლელობა, თუნდაც „რუსთავი-2“,-ში რომ შევიდა უშიშროების რამდენიმე თანამშრომელი. ყოველგვარი დაძახების გარეშე რუსთაველზე იყო რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი გამოსული. იგივე შეგვიძლია ვთქვათ, როდესაც 2003 წლის ნოემბრის არჩევნები გაყალბდა, იგივე შეგვიძლია ვთქვათ არაერთ თემაზე, როდესაც სპონტანურად ათასობით ადამიანი გამოდიოდა ქუჩაში. მაგრამ ვერც ერთხელ, 2012 წლიდან მოყოლებული ხალხი ვერ შეკრიბა ოპოზიციამ, რატომ? იმიტომ, რომ არ აქვთ ნდობა და არ მოჰყვებიან. მაგალითად, ამ არჩევნებზე მთავარ ოპოზიციურ ძალას დაახლოებით ნახევარ მილიონმა ადამიანმა მისცა ხმა, მაგრამ ისინი არ გამოდიან ქუჩაში, იმიტომ რომ ოპოზიციისგან განსხვავებით ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. რომ გაყალბებულიყო, მართლა არანაირი მოწოდება არ დასჭირდებოდა, ყველა გამოვიდოდა და დაიცავდა თავის ხმას. კარგი იქნება ოპოზიცია ხალხს თუ ყურს დაუგდებს, იმიტომ რომ არ შეიძლება ყველაფერში უნიათოები იყვენენ. რევოლუცია უნდათ – ვერ აკეთებენ, პარლამენტში შემოსვლა უნდათ – ვერ ბედავენ, იმიტომ რომ მიშა საიდანღაც აბულინგებს. ქუჩაში ხალხის შეკრება უნდათ – ვერ აკეთებენ, რაც ზოგადად ევროპიდან მესიჯები მოდის მგონი 15 მაისსაც ვერ ჩაატარებენ აქციას. საერთოდ მოუხდებათ ამ აქციის გადატანა. შეიძლება მაისი კი დარჩეს მაისად, მაგრამ წელს ვერ დააზუსტებენ, იმიტომ რომ არ მოჰყვება ხალხი და თვითონაც ძალიან კარგად გრძნობენ ამას და შემდეგ ჩვენ გვიწყებენ დამუნათებას, რომ რატომ ითვლით რამდენი ადამიანი დგას ქუჩაში და თუ ეს არ არის დასათვლელი მაშინ აქციებს რატომ აწყობენ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი – ჯორჯ კენტი საჯაროდ არ ეთანხმება თავისუფლების გამავრცელებელი (პრონწკი) საზოგადოების და მისთანათა წევრებს, რომ „ქართული ოცნება“ და მისი მილიონი ამომრჩეველი არის რუსეთის აგენტი, პუწინის მონა, ეფესბე, გავრილოვები
Next post ირაკლი ჩიქოვანი: „ქართული ოცნება“ პასუხისმგებელია იმაზე, რომ წლიდან წლამდე აშშ-ის დახმარება იზრდება